რთველი-2019: კახეთში 165 ათასი ტონა ყურძენი აიღეს

© Sputnik / STRINGERრთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყურძნის დღეღამური გადამუშავების მოცულობა 10-12 ათასი ტონაა

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. კახეთში რთველი მიმდინარეობს - ფერმერებმა უკვე 165 ათასი ტონა ყურძენი აიღეს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ღვინის საწარმოებში თავისი მოსავალი უკვე 14-მა ათასმა მევენახემ ჩააბარა. ჩაბარებულია 104 ათასი ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენი და 52 ათასი ტონა საფერავის.

© Sputnik / STRINGERრთველი კახეთში
რთველი-2019: კახეთში 165 ათასი ტონა ყურძენი აიღეს - Sputnik საქართველო
რთველი კახეთში

რთელის საკოორდინაციო შტაბში იუწყებიან, რომ ყურძნის დღეღამური გადამუშავების მოცულობა 10-12 ათასი ტონაა, რაც რთელის მაღალ აქტიურობაზე მიუთითებს.

რთველის საკოორდინაციო შტაბი შექმნილია იმისთვის, რომ გადამუშავების ასეთი მაღალი დონის პირობებში ღვინის საწარმოებში რიგები არ წარმოიშვას. შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ – 1501.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს დიდ მოსავალს ელოდება - 200-250 ათას ტონა ყურძენს.

© photo: Sputnikრთველი კახეთში
რთველი-2019: კახეთში 165 ათასი ტონა ყურძენი აიღეს - Sputnik საქართველო
რთველი კახეთში

გასულ წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა – დაახლოებით 230 ათასი ტონა, მევენახეების შემოსავალმა 300 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0