აჭარის სოფლების განვითარებაზე 50 მილიონი ევრო დაიხარჯება

© Sputnik / Alexander Imedashviliმაღალმთიანი აჭარა
მაღალმთიანი აჭარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის მთავრობა თითოეულ სოფელში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნის პირობას დებს

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებზე 50 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება, ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით ევროკავშირთან და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან. პროექტის ფარგლებში ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა შეიქმნება.

ბათუმი - Sputnik საქართველო
მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა – აჭარის მთავრობა ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის

„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს ექნება წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, აჭარის სოფლებში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით არის მნიშვნელოვანი გამოწვევები და პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, აჭარის ყველა სოფელსა და დაბას თანამედროვე ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს.

აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტზე ცნობილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები MACS და Fichtner იმუშავებენ. „აჭარის წყლების ალიანსმა“ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან შეთანხმება უკვე გააფორმა.

ყველა ახალი ამბავი
0