ავიაკომპანია  Wizz Air-ის თვითმფრინავი

ქუთაისის აეროპორტიდან ჰოლანდიის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა

114

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰოლანდიის ქალაქ ეინდჰოვენის მიმართულებით დღეს პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა, იუწყება პირველი არხი.

რა აჩუქეს ქუთაისში Wizz Air-ის  მეორმილიონე მგზავრს - ვიდეო >>

გავრცელებული ინფორმაციით, პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება. ჯერჯერობით კი საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირი რეისები არ სრულდება.

პირველი რეისის მგზავრებს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

დღეიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად ახალი მიმართულებით დაიწყო ფრენების განხორციელება.

ავიაკომპანიამ Wizz Air-ი ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია Wizz Air-ის პირველი ბაზა გაიხსნა.

Wizz Air–ი  მსხვილი ავიაკომპანიაა საქართველოში, რომელიც ბაზრის 12%–ს იკავებს. 2018 წელს ლოუკოსტერი 587,2 ათას მგზავრს მოემსახურა. იგი 14 ევროპული ქვეყნის 21 ქალაქში ახორციელებს ფრენებს. ეს ავიაკომპანია 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავიაგადამზიდავების ტოპ-ხუთეულში ლიდერობს. ლოუკოსტერის მომსახურებით 2019 წლის იანვარ-მარტში დაახლოებით 152,7 ათასმა მგზავრმა ისარგებლა.

114
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (152)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 4 აგვისტოს

27
(განახლებულია 07:36 04.08.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა. 

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0719 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა. 



27
თემები:
ლარის კურსი დღეს
ატმის მოსავალი კახეთში

ქართული ატამი და ვაშლატამა ექსპორტზე: სად და რამდენი გაიტანეს

93
(განახლებულია 21:08 03.08.2020)
ქართული ატამი და ვაშლატამა ძირითადად რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გააქვთ. ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოდან უკვე 16 273 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც 6 521 ტონით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანია.

2 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთში ექსპორტირებულია 10 108 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 62% შეადგენს,  სომხეთში გატანილია 5 323 ტონა, (33%) ხოლო აზერბაიჯანში -543 ტონა (3%).

ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთში, მოლდოვაში, სლოვენიაში, უკრაინასა და სინგაპურში.

უწყების ცნობით, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია.

მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის  კი სრული დატვირთვით 22 სამაცივრო მეურნეობა მუშაობს.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. 

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სირთულეების მიუხედავად, საქართველო შეუფერხებლად ახორციელებს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გახსნა „მწვანე დერეფანი“, რომლის წყალობითაც ექსპორტიორები ახერხებენ ხილის სწრაფად გატანას საზღვარგარეთ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებშიც კი.

ქართული ატმის იმპორტი რუსეთში შეუფერხებლად მიმდინარეობს>>

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების  დაკავშირების მიმართულებებით.

93
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
სარფი

თურქეთში სამუშაოს მსურველთა საყურადღებოდ: დარეგისტრირდით და გაემგზავრეთ

0
(განახლებულია 08:11 04.08.2020)
თურქეთთან საზღვრის გადაკვეთის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამთვიანი ოფიციალური მიწვევა ექნებათ თურქი დამსაქმებლისგან.

 

თბილისი, 4 აგვისტო  — Sputnik.  თურქეთში სამი თვით სამუშაოდ წასვლის მსურველ მოქალაქეებს სპეციალური ანკეტის შევსება 4 აგვისტოდან შეუძლიათ, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. 

კოორდინაციას გაუწევს აჭარის მთავრობა, სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ადგილობრივი თვითმმართველობების პირველი პირები და დასაქმების სააგენტო, რომლებიც იზრუნებენ რეგისტრაციის პროცესსა და შემდგომ მონიტორინგზე. 

 „საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს წავიდეს თურქეთში სამუშაოდ, შეუძლია ფიზიკური პირის ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან წარმოადგინოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა სამთვიანი დასაქმების შესახებ. შემდეგ კი უნდა შეავსოს აპლიკაცია ელექტრონულად და ატვირთოს ეს დოკუმენტები“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ 20 მარტიდან, გამონაკლისი შემთხვევების გარდა,  უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეაჩერა. პანდემიის პერიოდში სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების მიზნით.

ოთხთვიანი წყვეტის შემდეგ საქართველომ საჰაერო სივრცე ხუთი ქვეყნისთვის გახსნა, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ – გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სახმელეთო საზღვრები დღემდე ჩაკეტილია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში