ქართული ელექტრომობილები ტესტირებას უნგრეთში გაივლიან

© photo : Changan Worldwide / FBელექტრომობილი Changan Automobile
ელექტრომობილი Changan Automobile  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეთი წინადადებით გამოვიდა თავად უნგრეთის პრეზიდენტი, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფება.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. უნგრეთის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა გამოთქვა ინიციატივა – საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების ტესტირება მის ქვეყანაში ჩატარდეს.

საქართველომ ევროპის ქვეყნებს გაუსწრო - ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში გაიხსნება >>

იანოშ ადერი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს ეწვია. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ხუთშაბათს დაიწყო. სტუმარს პრეზიდენტის რეზიდენციაში სახელმწიფოს მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საკვანძო საკითხები განიხილეს, შემდეგ კი პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველო ჩინეთის დახმარებით ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს. იყო დრო, როდესაც უნგრეთი არ უშვებდა ავტომობილებს, დღეს კი უნგრეთში წარმოდგენილია ისეთი მსოფლიო ფირმები, როგორიცაა Suzuki, Mercedes, Opel, Audi. აქ კი საუბარია ინოვაციურ ელექტრონულ ავტომობილზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისა და ეკონომიკისთვის. და ჩვენ გვინდა, რომ აქ წარმოებულმა ავტომობილებმა ტესტირება უნგრეთში გაიარონ. ჩვენ ამის შესაძლებლობა გაგვაჩნია“, – განაცხადა ადერმა.

რეგიონში ელექტრომობილების მწარმოებელ პირველ ქარხანას ქუთაისში ააშენებენ, შესაბამისი მემორანდუმი ქართულმა ჰოლდინგმა Igroup-მა და ჩინურმა კონსორციუმმა Changan Automobile-მა მაისში გააფორმეს.

მოსალოდნელია, რომ ქარხანა ყოველწლიურად 40 ათას ელექტრომობილს გამოუშვებს, მათი ნახევარი შიდა ბაზარზე დარჩება, მეორე ნახევარი კი ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გაიგზავნება. საწარმოში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

ინდუსტრიული კომპლექსი ქუთაისში 100 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ეკოპროდუქციის მწარმოებელი საწარმოები – მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების.

ტურიზმის განვითარება

საქართველოს და უნგრეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე ტურიზმის განვითარებაზე და ამ კუთხით აღინიშნა უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის წარმატებული საქმიანობა. ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის 20-ზე მეტ ქვეყანაში პირდაპირ რეისებს ახორციელებს.

ჰამბურგი, ვენეცია, ნიცა – ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალი მიმართულებით შესრულდება >>

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
„რაინეარით“ თბილისი–მილანის ბილეთის ფასი 19.99 ევროდან იქნება

„ვიცით, რომ Wizz Air-მა სამი-ოთხი წლის წინ დაიწყო მიმოსვლა საქართველო-უნგრეთს შორის, რაც ძალიან დიდი წვლილია ტურიზმის თვალსაზრისით. იმედი მაქვს, მომავალში უნგრეთის მოსახლეობა დაინტერესებული იქნება საქართველოში ჩამოსვლით, მისი კულტურით, ღვინითა და გასტრონომიით“, – აღნიშნა ადერმა.

კულტურის ხიდი

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას უნგრეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობა კულტურის სფეროში.

ფილარმონია - Sputnik საქართველო
კულტურის სფეროში ფუნდამენტური რეფორმა იწყება

„გუშინ მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა ქართველი მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერებისთვის, რამაც ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა ჩემზე. შევპირდი საქართველოს პრეზიდენტს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა იმ ფესტივალებზე, რომლებიც უნგრეთში ტარდება, ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ქართველმა მომღერლებმა. ეს აქამდეც ხდებოდა, თუმცა მინდა გაფართოვდეს“, – აღნიშნა ადერმა.

მხარეები შეხვედრაზე ასევე შეეხნენ თერმული წყლების გამოყენების საკითხს.

„უნგრეთს უდიდესი გამოცდილება აქვს ამ კუთხით. თუ ვითანამშრომლებთ, შეგვიძლია დიდ წარმატებებს მივაღწიოთ“, – ხაზგასმით აღნიშნა უნგრეთის პრეზიდენტმა.

უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი საქართველოს ეწვია თავის მეუღლესთან ანიტა ჰერცეგთან ერთად. მათ ქვეყანა 5 სექტემბერს საღამოს დატოვეს.

ორი ქვეყნის ურთიერთობები

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების კუთხით.

საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთაშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.

ყველა ახალი ამბავი
0