მანდარინი აჭარაში

საქართველოში ციტრუსის მოსავალი დაზღვეული იქნება

63
(განახლებულია 12:53 31.08.2019)
სახელწმიფო აპირებს მოსავლის დაზღვევის თანადაფინანსებას, მათ შორის უამინდობის დროსაც

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ციტრუსის მოსავლის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მოუწოდა ფერმერებს არ დაელოდონ ამინდის გაუარესებას და მოსავალი დროულად დააზღვიონ.

„გასულ წელს ჩვენ გვქონდა შეფერხება და ცოტა მოგვიანებით დავიწყეთ. ახლა კი, პროცესი რეალურად დაწყებულია და მინდა მივმართო მათ (ფერმერებს - რედ.), რომ ნუ დაელოდებიან ამინდის გაუარესებას და რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედონ. სახელმწიფო მზად არის, გამოყოფილია შესაბამისი რესურსი თანამონაწილეობისთვის, ეს არის 70%-იანი თანადაფინანსება, ბენეფიციარი კი იხდის მხოლოდ 30%-ს“, - განუცხადა ხანიშვილმა ჟურნალისტებს.

ხანიშვილი მოუწოდებს ყველას რაც შეიძლება ოპერატიულად ჩაერთონ დაზღვევის კამპანიაში, რომლის ფარგლებში სახელმწიფო მიიღებს დაზღვეულ ფერმერებს ნებისმიერი სტიქიური უბედურების დროს, რომელიც სამწუხაროდ, ყოველ წელს ხდება.

„დაზღვევა ძირითად რისკებს ფარავს, იქნება ეს ქარიშხალი, ყინვა და ა.შ. დროულად დაზღვევა არის იმის წინაპირობა, რომ მოულოდნელი ყინვისგან ან სხვა მსგავსი გაუთვალისწინებელი ფაქტორებისგან ჩვენი ფერმერები დაზღვეულები იქნებიან“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ციტრუსების დაზღვევის პროგრამის წყალობით, ფერმერები, რომლებსაც მოჰყავთ მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი და სხვა კულტურები, ბუნებით მიყენებულ ზარალს აიცილებენ. ციტრუსის დაზღვევის პროგრამა საქართველოში 2014 წლიდან მოქმედებს.

სოფლის მეურნეობის მთავარი პრიორიტეტები: რა ელოდებათ გლეხებს >>

გასულ სეზონზე საექსპორტოდ გაიგზავნა 30 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი, ყველაზე დიდი ნაწილი კი რუსეთში გაიგზავნა - თითქმის 20 ათასი ტონა.

63
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (64)