ფოთის პორტი

ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი ჩაიშალა?

134
(განახლებულია 20:55 30.08.2019)
ანაკლიის პორტი საქართველოს ღრმაწყლოვან ნავსადგურებზე მონოპოლიას ინარჩუნებს

 

თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა APM Terminals Poti–ის ადმინისტრაციული საჩივარი  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2019 წლის 2 მაისს დაამტკიცა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. დოკუმენტი ძალადაკარგულად გამოცხადდა 30 მაისს.

 „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წერილობით გამოხატული პოზიციის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც დამტკიცებული იყო სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მოიცავდა ტერიტორიულ წყლებს და მათზე, კანონის თანახმად, ვრცელდებოდა განსაკუთრებული რეგულირების რეჟიმი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს მნიშვნელოვან ორგანოს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის და მისი შემდგომი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

სააგენტოს უარყოფითი პოზიცია დოკუმენტის ბათილად ცნობის მნიშვნელოვანი მიზეზი იყო.

რით დაიწყო ყველაფერი

ფოთის პორტის ირგვლივ სკანდალი მაისის მიწურულს აგორდა, როდესაც ქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ პორტში იგეგმებოდა ახალი, ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობა. განცხადების თანახმად, უნდა აშენებულიყო 1,6 ათასი მეტრის სიგრძის დამცავი ჯებირი და 700 მეტრის სიგრძის ნავმისადგომი. აქვე ითქვა, რომ პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 250 მილიონი დოლარი იყო. 

ამის შემდეგ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელიც ქვეყანაში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, განგაში ატეხა. კომპანიის განცხადების თანახმად, „საუკუნის პროექტი“ - ასე უწოდებს მას საქართველოს ხელისუფლება - შესაძლოა შეჩერდეს „ახალი გარემოებების“ გამო.

როგორც მაშინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი არ წარმოადგენდა მშენებლობის ნებართვას - ეს იყო ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი კაკაურიძის განკარგულებით, მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმების გარეშე დამტკიცდა. კაკაურიძე მაშინვე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.  

ამის შემდეგ ფოთის პორტის მფლობელმა IPM Terminals Poti–მ განაცხადა, რომ განიხილავს შესაძლო სამართლებრივ ნაბიჯებს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ. როგორც ზემოთ აღინიშნა,  ბათილად იქნა ცნობილი დოკუმენტი, რომლის გარეშეც მშენებლობა შეუძლებელია.

ფოთის პორტის გრანდიოზული გეგმები

კომპანია IPM Terminals Poti ფოთში საზღვაო ნავმისადგომის გაფართოების პროექტის რეალიზების შემთხვევაში, 250 მილიონ დოლარის ოდენობის ინვესტიციის დაბანდების, ასევე ასობით სამუშაო ადგილის შექმნის პირობას იძლევა. როგორც კომპანიაში აღნიშნეს, 40 ათასზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები ეკონომიკურად მთლიანად პორტზეა დამოკიდებული. 

პროექტში გამოყენებული იქნება არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე ფოთის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ბაზები. პროექტის განხორციელების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა 10 მილიონი ტონით გაიზრდება. მშენებლობა 24-30 თვეს უნდა გაგრძელდეს.

ამასთან, კომპანიაში აღნიშნეს, რომ მთავრობის ხარჯი ფოთის საზღვაო ნავმისადგომის გაფართოების საინვესტიციო პროექტში პრაქტიკულად ნულის ტოლია.

IPM Terminals Poti–ში განმარტეს, რომ განცხადება სამსაფეხურიანი პროცესის პირველი ეტაპის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს 2018 წლის 11 ოქტომბერს კანონმდებლობის დაცვით წარუდგინეს. დადებითი დასკვნა კომპანიამ 2019 წლის 2 მაისს მიიღო, 30 მაისს კი გადაწყვეტილება გაუქმდა.

ფოთის პორტს დიდი პერსპექტივა აქვს

ამის მიუხედავად, ხელისუფლება ფოთის პორტის  სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ არა როგორც ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, განვითარებაში დიდ პერსპექტივას ხედავს.

მაგალითად ეკონომიკის მინისტრმა მოიყვანა კომპანია PACE Group-ის მიერ ნავსადგურში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს APM Terminals-ის კუთვნილი რვა ნავსადგურის ექსპლუატაციას.

ახალი ტერმინალის წყალობით პორტი შეძლებს წელიწადში 2,5 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას. ამისათვის პორტის 25 ჰექტარის ფართობის აკვატორია 12 მეტრამდე გაღრმავდება და დაიტევს 50 ათას ტონა წყალს. პროექტის საერთო ღირებულება 120 მილიონი დოლარია, საიდანაც 50 მილიონს კერძო უცხოური ინვესტიციების ამერიკული კორპორაცია OPIC დააფინანსებს. 50 მილიონის მიღების თაობაზე შეთანხმება 2019 წლის თებერვალში გაფორმდა.

თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ფოთის პორტის  განვითარება განიხილება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტის მშენებლობის კონტექსტში.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ანაკლიისა და ფოთის პორტებს არ უნდა განიხილავდნენ, როგორც კონკურენტებს.

„ისინი ერთმანეთის კონკურენტები არ არიან. მით უმეტეს, რომ მათ სხვადასხვა სახის ტვირთი აქვთ. რაც შეეხება ტვირთს, ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე. თუ მსოფლიოს ეკონომიკა ჩმოიშლება, ტვირთი არც ფოთში იქნება, არც ბათუმში, არც ანაკლიაში და არც სხვა ნავსადგურებში. იმიტომ რომ, როდესაც კრიზისი იწყება, გადაზიდვაც მცირდება და მოხმარებაც“, - განუცხადა დეპუტატმა „Sputnik-საქართველოს“.

ჭიჭინაძის სიტყვებით, ფოთის პორტის განვითარების პროექტის ყველა შესაძლო რისკს ინვესტორი თავის თავზე იღებს, სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობის გარეშე. ამიტომ მისთვის ხელის შეშლა არ ღირს.

134
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (308)
გიორგი გახარია

გახარია: სახელმწიფო გააგრძელებს შემოსავლების გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას

59
(განახლებულია 13:36 16.07.2020)
პრემიერი, მთლიანობაში, კმაყოფილი დარჩა იმით, თუ როგორ უმკლავდება ქვეყნის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას და როგორ გამოდის კრიზისიდან

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. მთავრობა მოიზიდავს საჭირო ფინანსურ რესურსებს, რათა კიდევ ერთხელ დაეხმაროს მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ხუთშაბათს.

„რქაწითელი" და „კახური მწვანე": მთავრობა რთვლის სუბსიდირებას გეგმავს>>

სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების პაკეტებით ამ დროისთვის უკვე ისარგებლა 721 ათასმა მოქალაქემ. ფულად კომპენსაციებს, მათ შორის, იღებენ თვითდასაქმებულები, ასევე ის დასაქმებულები, რომლებმაც შემოსავალი ან სამუშაო პანდემიის დროს დაკარგეს. გარდა ამისა, ერთჯერად დახმარებას იღებენ ის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურად მუშაობდნენ.

„მიუხედავად იმ შედარებით პოზიტიური ტენდენციისა, რომელსაც დღეს ქართული ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, პანდემიის შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამიტომ, ჩვენ შეძლებისდაგვარად კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა, გადახედოს იმ მოქალაქეების სიას, რომლებსაც სახელმწიფო სოციალურ მიზნობრივ დახმარებას უწევს და იფიქროს, რისი გაკეთება შეიძლება დამატებით მათთვის.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა დინამიკურად ვითარდება. მისი თქმით, სახელმწიფოს დახმარების პროგრამით უკვე 70 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრს, რთვლისა და თხილის მოსავლის აღების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ამ სფეროებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დაავალა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ გუშინ თელავისა და ყვარლის რაიონებში სეტყვისგან რამდენიმე სოფელი დაზარალდა და პირობა დადო, რომ მთავრობა ფერმერებზე იზრუნებს.

ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ველოდებოდით

მიუხედავად ნეგატიური მოლოდინებისა, საქართველოს ეკონომიკაში გარკვეული პოზიტიური ძვრები შეინიშნება, ასევე აშკარად იზრდება აქტიურობა ტურისტული სექტორის მიღმა. დადებითი მაჩვენებლებია ფინანსურ სექტორში როგორც საგადასახადო შემოსავლების, ისე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს საკითხები გამოყო კიდეც პრემიერმა.

„უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტში, მიუხედავად ჩვენი პესიმისტური საპროგნოზო ციფრებისა, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, რაც პირველ რიგში აჩვენებს ეკონომიკის  მდგომარეობას რეგიონში, ექსპორტის კლება არის დაახლოებით 6-7 პროცენტი, ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის გამოცხადების შემდეგ, აშკარად გაიზარდა აქტიურობა. მაგალითად, სამშენებლო სექტორში ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების გაყიდვები.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს იმის შედეგია, რომ ქვეყანამ მოქალაქეებთან ერთად მოახერხა და კიდევ ახერხებს კორონავირუსის ეფექტურ მართვას და ეს „არის გასაღები შემდგომი ეკონომიკური, სწრაფი და ეფექტური აღდგენის“.

59
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ემიგრანტების დაბრუნება

მიგრანტების დახმარების პროგრამა: რა მოცულობის გრანტს მიიღებს სახელმწიფოსგან თითოეული

55
(განახლებულია 15:12 16.07.2020)
სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეების დახმარებას ითვალისწინებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 ათას ლარზე მეტი გამოიყო.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა პანდემიის პირობებში სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების დახმარების პროგრამას იწყებს.

პროგრამას ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სახელმწიფო პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 ათას ლარზე მეტი გამოიყო.

სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა მიგრანტებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების მიზნით გრანტების გაცემას, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

მთლიანობაში დაგეგმილია დაახლოებით150 მიგრანტის დაფინანსება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი მაქსიმალური ოდენობა 4 ათას ლარს შეადგენს.

განაცხადების მიღება 5 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაბრუნდნენ.

განაცხადების მიიღება თბილისში შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: თამარაშვილის N15ა, გორში - სამების N1, რუსთავი - ცურტაველის ქ N5ა, ქუთაისი - აბაშიძის N27, ზუგდიდი - აღმაშენებლის N106.

განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge

რაც შეეხება პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადების მიღებას, ამ სერვისებთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 15 ივლისიდან დაიწყო.

55
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
უკრაინელ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში კბილი მოძვრა

უკრაინელ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში კბილი მოძვრა - სახალისო ვიდეო

0
(განახლებულია 13:30 16.07.2020)
უკრაინული ტელეარხის „1+1“ წამყვანს მარიჩკა პადალკოს პირდაპირ ეთერში კბილი მოძვრა. უხერხული ინციდენტი ახალი ამბების გამოშვების მიმდინარეობისას მოხდა

თუმცა ტელეწამყვანი არ დაიბნა, კბილი ხელში დამალა და ახალი ამბების კითხვა განაგრძო.

ინტერნეტ-მომხმარებლებმა მარიჩკა პადალკოს პროფესიონალიზმს გაუსვეს ხაზი და ივარაუდეს, რომ ეს დროებითი კბილი იყო.

0
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები