რიკოთის უღელტეხილზე გზის მონაკვეთის მშენებლობა იწყება

გამოწერა
ჩინური კომპანია 11,6 კილომეტრი სიგრძის ოთხზოლიან გზას ააშენებს, ამ მონაკვეთზე 22 ხიდი და სამი გვირაბი იქნება.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთს რიკოთის უღელტეხილზე ჩინური კომპანია China State Construction Engineering Corporation Limited ააშენებს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ჩინური კომპანია დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული შესაბამისი საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული გახდა.

მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
რა სტადიაშია რიკოთის უღელტეხილზე გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობა: ქარსელაძის კომენტარი

საქართველოს მთავრობასთან დადებული კონტრაქტის პირობების თანახმად, China State Construction Engineering Corporation Limited ააშენებს ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან მონაკვეთს ოთხზოლიანი გზით, 22 ახალ ხიდსა და 3 გვირაბს. სამუშაოები სამ წელიწადს გაგრძელდება.

გზის ამ მონაკვეთზე მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები, გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.

ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებენ. სამუშაოების ღირებულება 330 მლნ ლარია.

მთავრობის ამბიციური გეგმა: წითელი ხიდიდან სარფამდე 4,5 საათში ჩახვალთ>>

რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. სამუშაოები 2022 წელს უნდა დასრულდეს.

გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
ქვეშეთი-კობის გზას ჩინური კომპანია ააშენებს

უღელტეხილზე უკვე მიმდინარეობს მშენებლობა ორ – ხევი-უბისას და უბისა-შორაპნის მონაკვეთზე. წელს გამოცხადდება ტენდერი მეოთხე, ბოლო – შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობაზე.

რიკოთის საუღელტეხილო გზა არის აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60. იგი სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, გზის ახალი მონაკვეთების მშენებლობის წყალობით წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის დასაფარი დრო 8 საათიდან 4-4,5 საათამდე შემცირდება.

ყველა ახალი ამბავი
0