პროდუქციის შემოწმების შემდეგ სამშენებლო მასალების გაყიდვა სამ შემთხვევაში შეწყდა

© photo: Sputnikმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის დასაწყისიდან 52 კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი შეამოწმეს.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის გამკაცრების შემდეგ ამ პროდუქციის გაყიდვის შეჩერების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება პირველი არხი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოზე დაყრდნობით.

სამივე შემთხვევა ცემენტსა და ელექტროკაბელებს ეხება.

საქართველოში 15 იანვრიდან ამოქმედდა რეგლამენტი სამშენებლო მასალებისთვის, რაც პროდუქტის შესახებ დეკლარაციის შევსებას გულისხმობს.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობა - Sputnik საქართველო
სამშენებლო კომპანიების დაჯარიმება გრძელდება

დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს პროდუქციის ტექნიკური დახასიათება. მწარმოებელი ამგვარად საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროდუქტი შეესაბამება გაცხადებულ დახასიათებას.

უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 15 იანვრიდან დღემდე ბაზარზე შემოწმდა 52 კომპანია და 62 პროდუქტი. აქედან 49 კომპანიაში გარკვეულ დროში დოკუმენტაციის საკითხებში შეუსაბამობა აღმოფხვრეს. სამი კომპანიის შემთხვევაში კი ხარვეზები არ გამოასწორეს და ამიტომ მათი პროდუქციის რეალიზება შეჩერდა.

ამ დროისთვის რეგულაცია მოქმედებს პროდუქციის ოთხ სახეობაზე: ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები და პლასტმასის მილები.

რეგლამენტის თანახმად, რეალიზატორი ვალდებულია სამშენებლო მასალების ხარისხის დეკლარაცია წარმოადგინოს. ეჭვის ან საჩივრის შემთხვევაში სააგენტო ამოიღებს ნიმუშებს და მათ ლაბორატორიაში გაგზავნის. შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროდუქციის ხარისხსა და ქიმიურ მაჩვენებლებს. ასევე ეტიკეტზე გამოსახული უნდა იყოს ევროკავშირის ნიშანი.

მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოება ნორმებს კვლავ არ შეესაბამება>>

დოკუმენტაციაში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი აღმოფხვრის მიზნით, ბიზნეს-სუბიექტს ეძლევა დრო, რეალიზაცია კი ჩერდება. ხოლო ამა თუ იმ პროდუქტში საშიში ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში ის უნდა განადგურდეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეგლამენტი „სამშენებლო პროდუქციის შესახებ" ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში 2022 წლისთვის მოვა. ეს ნიშნავს, რომ რეგულაციები სხვა სამშენებლო მასალებსაც შეეხება. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ყველა რისკის ანალიზის საფუძველზე იქნება მიღებული.

ამწეკრანი მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
თბილისში არაკეთილსინდისიერი მშენებლების მიმართ სანქციები გამკაცრდება

„აღნიშნული რისკის ანალიზი დამოკიდებულია სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე და გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისად", – განუცხადეს ტელეარხს სააგენტოში.

ამას გარდა, დეკლარაცია სავალდებულოა სამშენებლო მასალების იმპორტირებისთვის. ბაზარზე შეტანისთვის იმპორტიორი ვალდებულია პროდუქტს დაურთოს ინსტრუქცია და ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ. ასევე ის ვალდებულია უზრუნველყოფს პროდუქციის შენახვის ისეთი პირობები, რომლის დროსაც ის არ დაკარგავს თავის თვისებებს და დეკლარაციაში მითითებული დახასიათების შესატყვისი იქნება.

იგივე წესები ეხება პროდუქციის დისტრიბუტორებს.

რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შემოსავლების სამსახური ასეთ სამშენებლო მასალებს საქართველოს საზღვარზე არ გაატარებს.

მოთხოვნების შესრულების კონტროლსა და სტანდარტების დადგენას საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო უზრუნველყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0