გზავნილი პოტენციურ მევალეებს: საქართველო სანდო მოვალეა!

© photo: Sputnikთბილისი - დროშა
თბილისი - დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა კავშირშია ერთმანეთთან ქვეყნის საგარეო ვალი და "ფიტჩ რეიტინგსის" რეიტინგი, რაზე მიანიშნებს ის, როგორ თვლიან და იყენებენ რეიტინგებს, რა იცვლება რიგითი მოქალაქისთვის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებით?

სამსონ ხონელი

გასული კვირის პარასკევი დღე იყო, როცა გადავწყვიტე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მორიგ მონაცემებს გავცნობოდი. ჩემი ყურადღება საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობამ მიიქცია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის 193 მილიონი დოლარით გაიზარდა და, მიმდინარე წლის ივლისის თვის მონაცემებით, 5.361 მილიარდი დოლარი შეადგინა... მაინც ვისი გვმართებს ამდენი? მოგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორების სამეულში არიან: აზიის განვითარების ბანკი; მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი. არ არის გასაკვირი, გავიფიქრე, როგორი დებიტორი, ანუ სახალხო ენაზე − მოვალეა ჩემი ქვეყანა? პასუხმაც არ დააყოვნა, მეორე დღეს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩ რეიტინგსმა“ ანგარიში გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ ავტორიტეტულმა უცხოურმა შემფასებელმა კომპანიამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, პერსპექტივა კი „სტაბილურ“ მაჩვენებელზე დატოვა. ეს კარგი მაჩვენებელია, პოზიტიური გზავნილია როგორც არსებული, ისე პოტენციური ინვესტორებისთვის...

აქცია რუსთავი 2-ის შენობასთან - Sputnik საქართველო
ვინ იყიდის ფაქიზოს?! ანუ რატომ „დაიხურა“ ისტორიის ფურცელი?...

დარწმუნებული ვარ, რომ ჩამეძიებით, ერთმანეთთან რა კავშირშია ქვეყნის საგარეო ვალი და გამოქვეყნებული რეიტინგი, რაზე მიანიშნებს ის, როგორ თვლიან და იყენებენ რეიტინგებს? საკრედიტო რეიტინგი კომპანიის, რეგიონის ან სახელმწიფოს კრედიტუნარიანობას, ანუ ვალის დაბრუნების უნარს აფასებს. საკრედიტო რეიტინგები გამოითვლება სუბიექტის წარსული და მიმდინარე ფინანსური ისტორიის, ასევე მისი ქონებისა და ფინანსური ვალდებულებების, მათ შორის, დავალიანების შეფასების საფუძველზე. რეიტინგის ძირითადი მიზანია − პოტენციური კრედიტორების ინფორმირება, თუ როგორ და, სავარაუდოდ, რა ვადაში მოახერხებს რეიტინგის სუბიექტი ფინანსური ვალდებულების მომსახურებას. ერთი სიტყვით, საკრედიტო რეიტინგი მოვალის მიერ ვალის დაფარვის უნარს აჩვენებს. ამჟამად მსოფლიოში ასზე მეტი სარეიტინგო სააგენტოა, თუმცა საერთაშორისო ბაზრის 95 პროცენტს სულ სამი კომპანია აკონტროლებს. „დიდი სამეულის“ ერთ-ერთი წევრია სააგენტო „ფიტჩ რეიტინგსი“, რომელიც ჯერ კიდევ 1913 წელს დაარსდა. ის 3100 საფინანსო ინსტიტუტს, 1600 ბანკს, 1400 სადაზღვევო კომპანიას, 1200 კორპორაციას, 89 სახელმწიფოსა და 45000 მუნიციპალიტეტს აფასებს.  

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
სავალუტო „ატრაქციონის“... რისკები და რჩევები...

რაც შეეხება „ფიტჩ რეიტინგსის“ შეფასების მაჩვენებლებს, მკითხველის ყურადღებას მხოლოდ პირველ სამ კატეგორიაზე გავამახვილებ. AAA კრედიტუნარიანობის უმაღლესი შეფასებაა. ის ნიშნავს, რომ საკრედიტო რისკები ყველაზე დაბალია. აღნიშნული კატეგორია მხოლოდ მაშინ გაიცემა, თუ ფინანსური ვალდებულებების შესრულების უნარი განსაკუთრებულად მაღალია.

BBB კრედიტუნარიანობის კარგი მაჩვენებელია. მას თან ახლავს იმ მომენტისთვის საკრედიტო რისკების დაბალი ალბათობა და ფინანსური ვალდებულებების დროულად შესრულების ადეკვატური უნარი. CCC კატეგორია კი მიანიშნებს, რომ ვალდებულებები სრულდება, თუმცა დეფოლტი, ანუ ამა თუ იმ ვალდებულების არშესრულება სავსებით რეალურია... შეფასებების სხვა კატეგორიებს მკითხველს შეუძლია თავად გაეცნოს სარეიტინგო კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მე კი გამოქვეყნებული რეიტინგის კონკრეტულ პარამეტრებს დავუბრუნდები.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019-2021 წლებში 5.3 პროცენტამდე შემცირდება და დაგროვებითი საპენსიო სისტემა ხელს შეუწყობს ამ პროცესს. წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2019-2021 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის 5.9 პროცენტი იქნება და სრულად დააფინანსებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. არსებითია,

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
ჩაცხრა თუ არა პანიკა სავალუტო ბაზარზე და როგორია სიმშვიდის ფასი?

რომ საერთაშორისო რეზერვების დონე 2019 წლის ბოლოს თითქმის 3.7 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამ კომპონენტის ზრდის ტენდენცია პოზიტიურად აისახება საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე. მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის და სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ვალის შემცირებას საშუალოვადიან პერიოდში. კომპანიის შეფასებით, მიმზიდველი ბიზნეს-გარემო და მმართველობის ხარისხი საქართველოს ეკონომიკის ასევე ძლიერი მხარეა. საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა პოზიტიურია. დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია გრძელდება და მაკრო-პრუდენციული რეგულაციები ხელს შეუწყობს გრძელვადიან პერიოდში დოლარიზაციის თანდათანობით შემცირებას. სარეიტინგო კომპანია ასახელებს გამოწვევებსაც, რაც დღეს ქვეყანის წინაშე დგას. კომპანიის შეფასებით, რუსეთის სანქციები ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის შეზღუდავს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას. რუსეთის სანქციებისა და სამომხმარებლო საკრედიტო აქტივობის შენელების ფონზე სარეიტინგო კომპანიამ მცირედით, 4.6 პროცენტიდან 4.3 პროცენტამდე შეამცირა 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. მნიშვნელოვანი ფაქტორია კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკები და გაურკვევლობა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების გამო. კომპანიის შეფასებით, რეიტინგის უცვლელად შენარჩუნება განპირობებულია მმართველობის მაღალი ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და რეგიონული შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებით. სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას.

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
ლარის პერსპექტივა... ვინ უწამლებს ეროვნულ ვალუტას?

საკრედიტო რეიტინგის გამოქვეყნებას მოჰყვა გამოხმაურება, გაკეთდა პირველი კომენტარები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეფასებით, რეგიონში ახლა არსებული გლობალური სავაჭრო კრიზისის ფონზე საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვება არის მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორი, ეს კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას და დადებითად აისახება ქვეყნის ბიზნეს-გარემოზე.   

ბიზნეს-ომბუდსმენი, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ქვეყნის ეკონომიკა დგას, სარეიტინგო ანგარიშს დადებითად აფასებს. თუმცა ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მთავრობის აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან საგარეო რისკებზე, დაგეგმილ რეფორმებზე, რეგულაციებსა და ეროვნული ვალუტის კურსზე, რათა ბიზნესის მოლოდინები გაუმჯობესდეს.

რეიტინგს დადებითად აფასებს ექსპერტ-ანალიტიკოსთა უმრავლესობაც.

თი ბი სი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
დაანონსებული სისტემის ნგრევა... ანუ ბანკირის მუქარა?!

ანალიტიკოსი ოთარ ანგურიძე: „ფიტჩ რეიტინგსის“ ანგარიში მკაფიო პოზიტიური გზავნილია უცხოელი ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველო სტაბილურად აგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაც აისახებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე...“

ეკონომიკის დოქტორი იოსებ არჩვაძე: „რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა...“

და ბოლოს, სავარაუდოდ, მკითხველი ჩამეძიება – რეიტინგების გაუმჯობესებით რა იცვლება რიგითი მოქალაქისთვის? ანალიტიკოსების აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს რიგით მოქალაქეებზე პირდაპირ და, მით უმეტეს, ახლო მომავალში არ აისახება, რადგან, მათი თქმით, ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი კომპონენტი, რომელიც ქვეყნისთვის სერიოზული ცვლილების მომტანი შეიძლება იყოს. მეორე ნაწილის აზრით კი, ეს ცვლილება ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების დაინტერესებას გაზრდის და არსებულ საპროცენტო განაკვეთზე პოზიტიურად იმოქმედებს, რაც მის შემცირებას გულისხმობს. ამ მოსაზრებას სპეციალისტები იმით ამყარებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები კრედიტების გაცემისას რისკ-ფაქტორებს ითვალისწინებენ და ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთებს სწორედ საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით ადგენენ. შესაბამისად, თუ საქართველოს ბანკები თანხებს ნაკლებ ფასად მოიზიდავენ, მათ მიერ გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება. ასე რომ, უნდა ვიყოთ, სულ ცოტა, გაიაფებული კრედიტების მოლოდინში...

 

ყველა ახალი ამბავი
0