„საქსტატმა“ 2018 წლის ინვესტიციები დააზუსტა: რატომ შემცირდა მაჩვენებელი

© Government of Georgiaმზის ბატარეების დამამაზადებელი საწარმო ქუთაისში
მზის ბატარეების დამამაზადებელი საწარმო ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქსტატის“ ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება რაიმე სახის ფუნდამენტურ რისკებ ან საინვესტიციო გარემოს გაუარესებას არ უკავშირდება.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 35.5%-ით ნაკლები შეადგინა,  რაც 2.7%-ით მეტია 2018 წლის მარტში გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, „საქსტატის“ ვებგვერდზე. 

თბილისი - Sputnik საქართველო
სავაჭრო ბრუნვა იზრდება, ინვესტიციები მცირდება... რატომ?

„საქსტატის“ ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება რაიმე სახის ფუნდამენტურ რისკებ ან საინვესტიციო გარემოს გაუარესებას არ უკავშირდება. ამის ძირითად მიზეზებად სახელდება მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, მოგება-ზარალის მაჩვენებლების დაზუსტება საწარმოთა მხრიდან, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

ყველაზე მეტი ინვესტიცია 2018 წელს აზერბაიჯანიდან შემოვიდა – 246,4  მლნ დოლარი. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების ლიდერთა სამეულში ასევე შედიან დიდი ბრიატნეთი და ნიდერლანდები. სამი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნის წილმა 2018 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი ინვესტიციების 50,1% შეადგინა.

გარდა ამისა, ინვესტიციები ხორციელდებოდა აშშ-ის კომპანიებიდან — 102,6 მლნ დოლარი, ჩინეთიდან — 75,7 მლნ დოლარი, ჩეხეთიდან — 75,0 მლნ დოლარი, პანამიდან — 74,6 მლნ დოლარი, რუსეთიდან — 69,7 მლნ დოლარი.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 270.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 21.4 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობის სექტორი — 173.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე — ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 163.0 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, გადამამუშავებელ მრეწველობაში ინვესტიციებმა 41%-ით მოიმატა და  140,0 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო უძრავ ქონებაში ინვესტიციების მოცულობამ 131,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 39%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0