ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი: ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის

87
მაჭავარიანისთვის  მცდარია მოსაზრება, რომ ლარის გამყარების რესურსი არის სავალუტო რეზერვების გაყიდვა.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik.  საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ ეროვნული ვალუტის კურსი გამყარდება და ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის. 

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 20 ივნისიდან 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2,7871 იყო, 1 აგვისტოს ამ მაჩვენებელმა ახალ ანტირეკორდს მიაღწია - 2,9718.

„როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკა იქითკენაა მიმართული, რომ ხელი არ შევუწყოთ ლარის გაუფასურებას. პირიქით, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ზედმეტი ხარჯებისგან, ნებისმიერი სახის აქტივობისგან, რამაც შეიძლება, კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს. თუმცა, არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მერყეობა და ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის, ნებისმიერ შემთხვევაში“, – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

კითხვაზე, კონკრეტულად თუ როდის მოხდება ეს, ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა განაცხადა, რომ ეს მუდმივი პროცესია.

 „ეს მუდმივი პროცესია. იყო უფრო მაღალი (ლარის კურსი – რედ.), წამოვიდა ქვევით. იმედს ვიტოვებ და არის რესურსი, რომ  ცოტა კიდევ გამყარდეს. რესურსი არის მზარდი ექსპორტი. იმედია,  ტურიზმი აღდგება და ის დარტყმა, რაც ტურიზმმა მიიღო, ისიც თანდათანობით წლის ბოლომდე აღდგება. ეს არის მთავარი რესურსი“, – განაცხადა მაჭავარიანმა. 

ამასთან, ფინანსთა მინისტრისთვის  მცდარია მოსაზრება, რომ ლარის გამყარების რესურსი არის სავალუტო რეზერვების გაყიდვა.

 „თუ გგონიათ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყრა არის რესურსი, ძალიან ცდებით. რესურსი უნდა იყოს ბუნებრივი, ჯანსაღი, ეკონომიკური პროცესებისგან გენერირებული ის მყარი ვალუტა, დოლარის ან ევროს შემოსავლები, რომელიც ლარს ასეთი ტიპის გაუფასურებისგან იცავს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მისი აზრით, არც ეროვნულმა  ბანკმა, არც მთავრობამა ლარის  გაუფასურებას ხელი არ შეუწყო.

ეროვნულმა ბანკმა 1 აგვისტოს აუქციონზე 32 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, რის შედეგად ლარი 1,4%-ით გამყარდა, თუმცა ლარის გაცვლითმა კურსმა 8 აგვისტოდან კვლავ ვარდნა დაიწყო - 2,9338 GEL/$. 13  აგვისტოს ლარის ოფიციალური კურსი აშშ დოლართან მიმართებით არის 2,9090 GEL/$1.

როგორც მანამდე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ლარი ზედმეტად გაუფასურდა და ამას ხელი შეუწყო ბოლო კვირეებში შექმნილმა ნეგატიურმა ფონმა და შესაბამისად, აქედან გამომდინარე ნეგატიურმა მოლოდინებმა.

87
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (638)
მამაკაცები ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავენ

სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციების გაცემა გრძელდება

64
(განახლებულია 09:30 08.07.2020)
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე დარეგისტრირებულია 188 363 თვითდასაქმებული პირი, რომლებსაც 300 ლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება სურთ

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. კომპენსაცია სახელმწიფოსგან უკვე 244 956 ადამიანმა მიიღო, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს განცხადებაში.

7 ივლისის მონაცემებით, საქართველოს ჯანდაცვის პორტალზე დარეგისტრირებულია 188 363 თვითდასაქმებული ადამიანი, რომლებსაც 300 ლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება სურთ. აქედან 115 719–მა 300–ლარიანი კომპენსაცია მიიღო. სულ გადარიცხულია 34,7 მლნ ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია უკვე ჩაერიცხა 129 237 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25,8მლნ ლარს. მიმდინარეობს თანხების ეტაპობრივად ჩარიცხვა.

ამ დროისთვის სულ დარეგისტრირებულია 12 482 პირი, რომლებიც თვითდასაქმებული იყვნენ ვაჭრობის სფეროში. აქედან ბაზრობის მოვაჭრე იყო 9 730 პირი, ხოლო 2 752 – სხვა ტიპის მოვაჭრე. ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარის ოდენობის კომპენსაცია გადაერიცხა 6 904 ბაზრობის მოვაჭრე პირს, ხოლო სხვა ტიპის მოვაჭრეს - 1 727 პირს.

რაც შეეხება მძღოლებს, სულ დარეგისტრირდა 15 904 პირი, აქედან ლიცენზირებული ტაქსის მძღოლი იყო 10 660 პირი, კომპენსაცია დაერიცხა 13 192 პირს, მათ შორის 9 632 ტაქსის მძღოლს 300 ლარის ოდენობით.

პორტალის ეკონომიკური საქმიანობის ტიპების ჩამონათვალშია ასევე: ძიძა/მომვლელი, რეპეტიტორი/პედაგოგი, დამხმარე პერსონალი: რესტორნის დამხმარე, სასტუმროს დამხმარე, მცხობელი, სილამაზის სალონი პერსონალი, ტუროპერატორი/გიდი, მუშა, ხელოსანი, მშენებლობის სპეციალისტი და სხვ.

გრძელდება კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული პირების განაცხადების მიღება და დამუშავება. 29 ივნისიდან, დაწყებულია ჯანდაცვის სარეგისტრაციო პორტალზე – https://compensation.moh.gov.ge/ – საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი. სახელმწიფოსგან ერთჯერად 300–ლარიან დახმარებას ისინიც შეძლებენ.

რეგისტრაციის პროცესი 15 ივლისს დასრულდება.

ფინანსური დახმარების მისაღებად ამ დასაქმებულები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ, არანაირი დოკუმენტის წარდგენა სჭირდებათ, გარდა ინფორმაციისა საზღვრის გადაკვეთის შესახებ.

რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ პირებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე გადიოდნენ  2019 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში და საზღვარგარეთ 30–დან 120 დღემდე იმყოფებოდნენ იქ. 

კომპენსაცია ადამიანების კიდევ ერთ კატეგორიას ეკუთვნის, ვისი სამუშაოც საზღვრის რეგულარულ გადაკვეთას უკავშირდება. თუ 2019 წლის განმავლობაში მათ 60–ჯერ ან მეტჯერ გადაკვეთეს საზღვარი, ამ ადამიანებს კომპენსაცია ეკუთვნის. მათ არ სჭირდებათ რამე სახის დოკუმენტების წარდგენა, გარდა პასპორტის გვერდის ასლისა.

64
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 8 ივლისს

61
(განახლებულია 08:46 08.07.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0020 ლარით გაუფასურდა. 

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0552 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0020 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 8 ივლისს
ლარის კურსი 8 ივლისს
61
თემები:
ლარის კურსი დღეს
ტესტი

COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

0
(განახლებულია 10:18 08.07.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 963ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 841 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 963ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 841, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3903, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 202 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში