ლარის და დოლარის კუპიურები

რამდენ ლარად იყიდით 1 დოლარს 2020 წელს Galt & Taggart-ის პროგნოზი

463
საინვესტიციო კომპანიის ანალიტიკოსების შეფასებით, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart-ი 2020 წელს ლარის კურსი 2,60-2,65 ნიშნულამდე გამყარებას ვარაუდობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს ტურისტულ სფეროში რეკორდი ვერ დამყარდა - სტატისტიკური მონაცემები >>

„ჩვენ ველოდებით, რომ ლარი დოლართან მიმართებაში 2019 წლის განმავლობაში 2.75-2.8 ნიშნულამდე გაძლიერდება, 2020 წელს კი, 2,60-2,65 ნიშნულამდე“, – აღნიშნულია  საინვესტიციო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია.

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,7871 ლარი იყო, 1 აგვისტოსთვის მან უკვე ახალ ანტირეკორდულ მაჩვენებელს – 2,9718-ს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა 1 აგვისტოს აუქციონზე 32 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა, რის შედეგადაც ლარი 1,4%-ით გამყარდა. თუმცა 7 აგვისტოსთვის ლარის გაცვლითი კურსი კვლავ დაეცა - 2,9321 GEL/$.

ლარის გაუფასურება დაიწყო ქვეყანაში ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენების შედეგად. საქართველო-რუსეთის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე, რომელთა საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისიდან აკრძალა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან. საგრძნობლად შემცირდა ტურისტების ნაკადი.

გაიზრდება თუ არა ფასები: კომპანიები კონკურენციის სააგენტოსთან ითანამშრომლებენ >>

საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქვეყანა 2019 წლის ბოლომდე დაკარგავს 1 მილიონ ტურისტს რუსეთიდან, ზარალი კი 750 მლნ დოლარს მიაღწევს.

Galt & Taggart-ი ასევე აღნიშნეს, რომ ივლისში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა, ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობა ერთი პროცენტით გაიზარდა.

463
თემები:
ლარის კურსის დაცემა (35)
ელიავას ბაზრობა

როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე

33
(განახლებულია 09:33 26.10.2020)
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე გაიზარდა.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. 2020 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,8%-ით, მათ შორის, კვების პროდუქტებზე – 8,1%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 19,6%-ით.

აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 1,9%-ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

სექტემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები 4,8%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა გადამამუშავებელ მრეწველობაში – 5,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 5,5%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,1%-ით გაიზარდა. 

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 34,8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 4,2%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 13,1%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 1,9%-ით.

საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3,4%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,4%-ით გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასები

სექტემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 3,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები 6,3%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.

სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა გაცვლითი კურსის დაცემის შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაწყების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად 8%-მდე შემცირდა.

33
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 26 ოქტომბერს

65
(განახლებულია 09:11 24.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0021 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2202 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0021 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 26 ოქტომბერს
ლარის კურსი 26 ოქტომბერს

 

65
თემები:
ლარის კურსი დღეს
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: 24 საათის განმავლობაში ბინიდან ჰოსპიტალიზებული იყო 194 ადამიანი

0
(განახლებულია 14:05 26.10.2020)
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კოვიდინფიცირებულ პაციენტებსა და ჰოსპიტალიზების სტატისტიკაზე ისაუბრა
ტიკარაძე: 24 საათის განმავლობაში ბინიდან ჰოსპიტალიზებული იყო 194 ადამიანი

„დღეს გვაქვს კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა, აქედან საყურადღებოა ისევ სამი რეგიონი. აჭარაში გვაქვს 296 შემთხვევა, თბილისში 919, იმერეთში 337. მნიშვნელოვანია, ჰოსპიტალიზება, რომლის მიმართაც უფრო მეტი კითხვა ისმის... ბოლო 24 საათის განმავლობაში ბინიდან ჰოსპიტალიზებული იყო 194 ადამიანი, ცხელების ცენტრში გადაყვანილი იყო 278 ადამიანი, ცხელების ცენტრიდან კოვიდკლინიკაში დადასტურებული „კოვიდით“ გადავიყვანეთ 34 ადამიანი, კლინიკიდან კარანტინში, ვინაიდან მას არ ესაჭიროებოდა ჰოსპიტალიზება - 77 ადამიანი დავაბრუნეთ კოვიდკლინიკაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, ყველა მოქალაქე შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებს და კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის.

0