ქართული ღვინ

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება

59
(განახლებულია 09:22 06.08.2019)
ექსპორტირებულ ღვინოებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს „ქინძმარაული“, „წინანდალი“, „მუკუზანი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოდან ღვინის ექსპორტი 4%–ით გაიზარდა, შემოსავალი კი 6%–ით გაიზარდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში დაახლოებით 47,2 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 4%–ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 114,2 მლნ დოლარს აჭარბებს, რაც 6%–ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ყველაზე მეტი ქართული ღვინო გადის რუსეთში. ლიდერი–ქვეყნების ხუთეულშია უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

ექსპორტირებულ ღვინოებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს „ქინძმარაული“, „წინანდალი“, „მუკუზანი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.

შვიდი თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობით ღვინის ექსპორტი 243–მა კომპანიამ განახორციელა.

მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14,5 მლნ ბოთლი ბრენდის ღვინო, რაც 46%–ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ბრენდის ექსპორტიდან შემოსავალმა 31,5 მლნ დოლარი (ზრდა 57%) შეადგინა.

24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 306,3 ათასი ბოთლი ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ კი 40% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტიდან შემოსავალმა შეადგინა 810,2 ათასი დოლარი (ზრდა 27%).

 

59
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (44)