სავალუტო ჯიხური

ჩაცხრა თუ არა პანიკა სავალუტო ბაზარზე და როგორია სიმშვიდის ფასი?

1111
(განახლებულია 09:02 05.08.2019)
რამდენი ხნით შეინარჩუნებს ეროვნული ვალუტა გამყარების ტენდენციას... ქართული ეკონომიკის ფუნდამენტური პრობლემები... რას აპირებს მთავრობა ლარის კურსის სტაბილურობის მისაღწევად...

სამსონ ხონელი

დავზოგავ დროს და ყოველგვარი ლირიკის გარეშე, პირდაპირ საქმე!... წინამდებარე სტატიას პრემიერ-მინისტრის ციტირებით დავიწყებ. რა ბრძანა ისეთი რომ არ ითმენს და ამთავითვე უნდა გვაცნობო? - შესაძლოა ჩამეძიოთ და რა გაეწყობა, განვმარტავ. მთავრობის მეთაური გვაიმედებს − „ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს...“ მამუკა ბახტაძის ამ სიტყვებს, სნეული ლარის ბოლო სამი დღის ანამნეზიც ამყარებს. სარეცელს მიჯაჭვულმა პაციენტმა აშკარად მოიხედა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღი იყო... „ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები, დაწყებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიდან, დამთავრებული ექსპორტის მოცულობით, საკმაოდ პოზიტიურია და ის მყარ დინამიკას გვიჩვენებს. ყველა უწყების, მათ შორის კომერციული ბანკების შეფასებით, საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. ამას კი ხელი შეუწყო  ბოლო კვირების განმავლობაში არსებულმა უარყოფითმა ფონმა და ამით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა...“, − განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მოკლედ, მამუკა ბახტაძე ეროვნული ვალუტის გამოჯანმრთელებას პროგნოზირებს, თუმცა ის არ აკონკრეტებს, მაინც რამდენია ლარის ბუნებრივი და მყარი ნიშნული...

მთავრობის მეთაურის ამ ოპტიმისტურ პათოსს იზიარებს ანალიტიკოსების ერთი ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ლარი ეძებს, ახალი წონასწორობის შედარებით დაბალ ნიშნულს... მათი შეფასებით, გონივრული და გამართლებული იყო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საფინანსო ბაზარზე ინტერვენციის თაობაზე...

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები გვიჩვენებს, რომ ივნისის თვეში ეკონომიკის ზრდა 5 პროცენტის ფარგლებში დაფიქსირდა. ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, იქნება ეს წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, თუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, ცალსახად მიანიშნებდა, რომ ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება გამოწვეული იყო არა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით, როგორც ამას ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი აცხადებდა, არამედ, ივნისის მესამე დეკადიდან განვითარებული რევოლუციური სცენარის ზეგავლენით. პოლიტიკური არასტაბილურობა უარყოფითად აისახა ტურისტულ სეზონზე. ჩამოყალიბდა ნეგატიური მოლოდინები და დიდწილად სწორედ სავალუტე ბაზარზე წარმოქმნილი აჟიოტაჟური ხასიათის შედეგი იყო ლარის კურსის აშკარად ზედმეტი გადახრა რეალური მაჩვენებლიდან. ბოლო წლების ანალიზიც ადასტურებს, რომ აჟიოტაჟური განწყობების დროს, ეროვნული ვალუტის გადახრა რეალური მაჩვენებლიდან 10-15 თეთრის ფარგლებშიც მერყეობს ხოლმე. შესაბამისად, სავსებით გმართლებული იყო სავალუტო ინტერვენცია, რომელიც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა სავალუტო ბაზრზე. ნიშანდობლივია, რომ საპროგნოზო 40 მილიონი ამერიკული დოლარის შეთავაზების ნაცვლად შესყიდვა, გაცილებით ნაკლებ თანხაზე 32 მილიონზე დაფიქსირდა...“

სახელმწიფოს პირველი პირის მხრიდან პოზიტიური მოლოდინების გაჟღერება, სიმშვიდის შენარჩუნება და პანიკური ფონის ჩაცხრობა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ არსებული ვითარების ანალიზი არ კმარა. სასურველი და აუცილებელია კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარმოდგენა, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდებში რას აპირებს მთავრობა ლარის კურსის სტაბილურობის მისაღწევად...

ანალიტიკოსი შოთა გულბანი: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლართან მიმართებით ბიზნესი მოითხოვს პირველი, პროგნოზირებადობას და მეორე სტაბილურობას. პირველის მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში მყოფი ლარის კურსის პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ეგ მიღწევადია სწორი მაკრო და მიკრო პოლიტიკის განხორციელებით, რაშიც ეროვნული ბანკი უნდა იყოს ეფექტური და მთავრობასთან კარგად შეთამაშებული დამხმარე მექანიზმი...“

აკადემიურ წრეებში მიაჩნიათ, რომ ლარის ავადობის მიზეზი ფუნდამენტური პრობლემებია. კერძოდ, წლებია, ჩამოყალიბდა ეკონომიკა, რომელიც ორიენტირებულია მოხმარებაზე და არა წარმოებაზე...

პროფესორი ლადო პაპავა: „სამწუხაროდ, ჩვენ გავხდით მომხმარებელი და არა მწარმოებელი ერი... იმპორტი სამჯერ აღემატება ექსპორტს, ხოლო სამომხმარებლო კალათაში იმპორტული საქონელი ოთხჯერ მეტია, ვიდრე ადგილობრივი წარმოების. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის მომხმარებლური და არა მწარმოებლური. ლარის უკან დგას ფუნდამენტური პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის განუვითარებლობასთან. ლარი ჩვენს ეკონომიკის მდგენელებს შორის ყველაზე ჯანსაღია, რადგანაც თერმომეტრის მსგავსად, რომელიც თუ მაღალ სიცხეს უჩვენებს ეს თერმომეტრის „ბრალი“ არ არის! ასევე ლარის მდგომარეობა მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ავად არის. მთავრობას აქვს ორი ამოცანა − საშუალოვადიანი და გრძელვადიანი. პირველი ეს არის ეკონომიკის რეალური სექტორის, მრეწველობის განვითარება; მეორე კი − ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბება...“

საგულისხმოა, რომ როგორც ანალიტიკოსთა, ასევე საბანკო სფეროს სპეციალისტთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ბანკის მთავარ ამოცანაა, შეცვალოს მონეტარული პოლიტიკის არსებული რეჟიმი და ის არ იყოს ორიენტირებული მხოლოდ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე. მათი შეფასებით, არ შეიძლება იმპორტზე ჩამოკიდებული ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის მიზანი იყოს მხოლოდ ინფლაცია. ეს შეცდომაა და ამას ამტკიცებენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები. მხოლოდ ინფლაციის აღება მიზნობრივ მაჩვენებლად (ინფლაციის თარგეტირება) არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი „ტრაფარეტული“ სქემა და ამ სქემას მისდევს საქართველოს ეროვნული ბანკი...

ჩაცხრა თუ არა აჟიოტაჟი სავალუტო ბაზარზე და რა ვადით შეინარჩუნებს ლარი გამყარების ტენდენციას დრო გვიჩვენებს... დროში დაითვლება პოლიტიკის ქუჩაში კეთების შედეგიც!...

1111
რთველი

რთველი 2020: მევენახეებმა 191 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

73
(განახლებულია 16:30 27.09.2020)
საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში „რთველი 2020“-ის ფარგლებში ამ დროისათვის დაახლოებით 191 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო

კახეთში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის საწარმოა ჩართული.

დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 20 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ამ დროისათვის მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 195 მლნ ლარი მიიღეს.

27 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 137 ათასი ტონა რქაწითელი, 45 ათასი ტონა საფერავი, 3,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი კვლავ 10 ათას ტონას აღემატება, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ პერიოდშია. 163-მა ღვინის კომპანიამ უკვე გადაამუშავა ყურძენი, აცხადებენ ღვინის სააგენტოში.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

საქართველოდან თხილის ექსპორტი კვლავ იზრდება >>

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

73
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა

ლარის კურსმა პიკს მიაღწია: რა ელოდება საქართველოს ეროვნულ ვალუტას? - ფოტო

125
  • ბოლო დღეებში საზოგადოება შიშით აკვირდება, როგორ ეცემა ქართული ვალუტის ფასი
  • ქართული ლარი ახალ ანტირეკორდებს ამყარებს
  • მიუხედავად ეროვნული ბანკის მხრიდან სიტუაციის დასტაბილურების მცდელობებისა
  • სანამ ექსპერტები მსჯელობენ, თუ რა გახდა ლარის გაუფასურების მიზეზი და ეძებენ კრიზისიდან გამოსავალს, რიგითი მოქალაქეები დოლარს ყიდულობენ
  • საქართველოში კვლავ ალაპარაკდნენ ფასების ზრდაზე ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო
  • საზოგადოების ნაწილი ამჯობინებს უფრო სტაბილური ვალუტის ქონას, ამიტომ ისინი ყიდულობენ დოლარს და ევროს
  • თუმცა ევრო საქართველოში არც ისე პოპულარულია, მოსახლეობა დოლარს ანიჭებს უპირატესობას
  • სავალუტო ჯიხურებში ლარის ნებისმიერ ვალუტაზე გაცვლა შეიძლება, თუმცა პუნქტებს ძირითადად დოლარი და ევრო აქვთ
  • ქალაქის ცენტრში ზოგიერთ ბანკომატში, როგორც ამბობენ, წინა დღეს დოლარი გათავდა - ალბათ ბევრმა გადაწყვიტა ანგარიშიდან თანხების გამოტანა
  • როგორი იქნება კურსი უახლოეს დღეებში? ექსპერტების უმეტესობა იმედოვნებს, რომ არჩევნებამდე მთავრობა ზომებს მიიღებს და ლარი დასტაბილურდება
  • თუმცა რა იქნება შემდეგ?
  • სპეციალისტების აზრით,ქართული ვალუტის პოზიციაზე უარყოფით გავლენას ახდენს კორონავირუსის გავრცელების ზრდადი დინამიკა
ბოლო დღეებში ქართული ვალუტის კურსი მკვეთრად დაეცა მსოფლიოს სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებაში. რა ელოდება ქართულ ლარს? სანამ ექსპერტები პროგნოზებს აკეთებენ, რიგითი მოქალაქეები დოლარს ყიდულობენ

იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, რა ხდებოდა პარასკევს საღამოს ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, სადაც ვალუტის გამცვლელი პუნქტები მრავლადაა.

ბევრს მიაჩნია, რომ აქ ყველაზე ხელსაყრელი კურსი, მაგრამ არც ქალაქის სხვადასხვა უბნებშია ნაკლები. თუმცა იქამდე მიღწევა ასევე პრობლემას წარმოადგენს. ყაზბეგის გამზირზე მოხვედრა კი გაცილებით ადვილია, რადგან აქ ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო ძარღვი გადის.

125
  • ბოლო დღეებში საზოგადოება შიშით აკვირდება, როგორ ეცემა ქართული ვალუტის ფასი
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ბოლო დღეებში საზოგადოება შიშით აკვირდება, როგორ ეცემა ქართული ვალუტის ფასი

  • ქართული ლარი ახალ ანტირეკორდებს ამყარებს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ქართული ლარი ახალ ანტირეკორდებს ამყარებს

  • მიუხედავად ეროვნული ბანკის მხრიდან სიტუაციის დასტაბილურების მცდელობებისა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მიუხედავად ეროვნული ბანკის მხრიდან სიტუაციის დასტაბილურების მცდელობებისა

  • სანამ ექსპერტები მსჯელობენ, თუ რა გახდა ლარის გაუფასურების მიზეზი და ეძებენ კრიზისიდან გამოსავალს, რიგითი მოქალაქეები დოლარს ყიდულობენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სანამ ექსპერტები მსჯელობენ, თუ რა გახდა ლარის გაუფასურების მიზეზი და ეძებენ კრიზისიდან გამოსავალს, რიგითი მოქალაქეები დოლარს ყიდულობენ

  • საქართველოში კვლავ ალაპარაკდნენ ფასების ზრდაზე ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    საქართველოში კვლავ ალაპარაკდნენ ფასების ზრდაზე ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო

  • საზოგადოების ნაწილი ამჯობინებს უფრო სტაბილური ვალუტის ქონას, ამიტომ ისინი ყიდულობენ დოლარს და ევროს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    საზოგადოების ნაწილი ამჯობინებს უფრო სტაბილური ვალუტის ქონას, ამიტომ ისინი ყიდულობენ დოლარს და ევროს

  • თუმცა ევრო საქართველოში არც ისე პოპულარულია, მოსახლეობა დოლარს ანიჭებს უპირატესობას
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    თუმცა ევრო საქართველოში არც ისე პოპულარულია, მოსახლეობა დოლარს ანიჭებს უპირატესობას

  • სავალუტო ჯიხურებში ლარის ნებისმიერ ვალუტაზე გაცვლა შეიძლება, თუმცა პუნქტებს ძირითადად დოლარი და ევრო აქვთ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სავალუტო ჯიხურებში ლარის ნებისმიერ ვალუტაზე გაცვლა შეიძლება, თუმცა პუნქტებს ძირითადად დოლარი და ევრო აქვთ

  • ქალაქის ცენტრში ზოგიერთ ბანკომატში, როგორც ამბობენ, წინა დღეს დოლარი გათავდა - ალბათ ბევრმა გადაწყვიტა ანგარიშიდან თანხების გამოტანა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ქალაქის ცენტრში ზოგიერთ ბანკომატში, როგორც ამბობენ, წინა დღეს დოლარი გათავდა - ალბათ ბევრმა გადაწყვიტა ანგარიშიდან თანხების გამოტანა

  • როგორი იქნება კურსი უახლოეს დღეებში? ექსპერტების უმეტესობა იმედოვნებს, რომ არჩევნებამდე მთავრობა ზომებს მიიღებს და ლარი დასტაბილურდება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    როგორი იქნება კურსი უახლოეს დღეებში? ექსპერტების უმეტესობა იმედოვნებს, რომ არჩევნებამდე მთავრობა ზომებს მიიღებს და ლარი დასტაბილურდება

  • თუმცა რა იქნება შემდეგ?
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    თუმცა რა იქნება შემდეგ?

  • სპეციალისტების აზრით,ქართული ვალუტის პოზიციაზე უარყოფით გავლენას ახდენს კორონავირუსის გავრცელების ზრდადი დინამიკა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სპეციალისტების აზრით,ქართული ვალუტის პოზიციაზე უარყოფით გავლენას ახდენს კორონავირუსის გავრცელების ზრდადი დინამიკა

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 28 სექტემბერი

0
(განახლებულია 22:30 27.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 სექტემბერს ღირსი ამბა იოსებ ალავერდელის, დიდმოწამისა ნიკიტას, მოწამეთა: მაქსიმეს, თეოდოტეს და ასკლიადის, პორფირიოსის, ღირსი ფილოთეოსის, მცირე აზიელი ხუცისა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამაინები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი

წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა.

აბბა იოსები ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით დაემკვიდრა კახეთს, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისგან, რომელზეც აწამეს უფლი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.

მალე ხალხმა გაიგო წმიდა ბერის ამბავი და აქ სიარული იწყო, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. წმიდა იოსებიც დაუცხრომლად ქადაგებდა, იძლეოდა რჩევა-დარიგებებს. მისი მოუკლებელი ღვაწლით ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება. იმ ადამიანთაგან, რომელთაც ბერის წმიდა ცხოვრება, სიყვარული და სასწაულები იზიდავდა უდაბნოში, ბევრი იქვე რჩებოდა სამოღვაწეოდ. თანდათან მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა. წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო საძმოს პირველი წინამძვარის და მოძღვარიც.

დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით ხორციელად მოუძლურებულმა წმინდანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მოწაფეები შეკრიბა, დაარიგა, აკურთხა, წინამძღვარი დაუდგინა და მშვიდად მიიცვალა.
მოწაფეებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმიდა იოსების ცხედარი მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში.

წმიდა დიდმოწამე ნიკიტა

წმიდა დიდმოწამე ნიკიტა, გუთი მხედარი, ცხოვრობდა IV საუკუნეში, დუნაის ნაპირას.   ქრისტიანობის დამკვიდრებას ქვეყანაში წინ აღუდგნენ წარმართი გუთები, რასაც შედეგად შინაბრძოლები მოჰყვა.

მას შემდეგ, რაც ქრისტიანთა ლაშქრის წინამძღოლმა, ფრიტიგერნმა წარმართი ათანარიხი დაამარცხა, ბარბაროსთა შორის მაცხოვნებელი სწავლების ქადაგება სულ უფრო და უფრო მზარდი წარმატებით ხორციელდებოდა. მაგრამ ათანარიხმა დამარცხების შემდეგ შეძლო ძალების აღდგენა, სამშობლოში დაბრუნდა და კვლავ ძველებური ძლევამოსილებით შეიმოსა. ათანარიხმა შეიპყრო უფლის რჩეული და საშინელი წამების შემდეგ ცეცხლში შეაგდო. ასე დაასრულა ცხოვრება დიდმოწამე ნიკიტამ დაახლოებით 372 წელს.

წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა 

წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა (ასკლიპიოდოტა) IV საუკუნის დასაწყისში ეწამნენ, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას.

წმიდა მოწამე პორფირე 

წმიდა მოწამე პორფირე იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას ეწამა.

ღირსი ფილოთეოს ხუცესი - მცირე აზიელი

ღირსი ფილოთეოს ხუცესი მცირე აზიის სოფელ მრავინოდან იყო. იგი სასწაულთქმედების ნიჭით იყო დაჯილდოებული ღვთისაგან. მიიცვალა არა უგვიანეს X საუკუნისა.

აღმოყვანება ნაწილთა აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა, აღესრულა იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. ქრისტეს აღსარებისთვის წმიდა აკაკი საშინლად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს, საიდანაც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სახელი გაითქვა შთაგონებული ქადაგებებითა და სასწაულებით, რის შემდეგაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0
თემები:
საეკლესიო კალენდარი