რა კატეგორიის ფერმერებს აუნაზღაურდებათ სტიქიით მიყენებული ზარალი

© photo: Sputnikშიდა ქართლის მოსახლეობა ამუშავებს ნაკვეთს
შიდა ქართლის მოსახლეობა ამუშავებს ნაკვეთს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ზარალი სრულად არის დათვლილი

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. შიდა ქართლის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ, იუწყება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვევო კომპანიების მხრიდან.

სეტყვა - Sputnik საქართველო
სტიქია კახეთში: რა კრიტერიუმებით ანაზღაურდება სეტყვისგან მიყენებული ზარალი

სამინისტროს მოჰყავს გორში, სოფელ კარბის ერთ-ერთ მკვიდრის, ნელი მეკოკიშვილის მაგალითი. სეტყვის შედეგად მას მოსავლის 100% გაუნადგურდა. სადაზღვეო კომპანია „ალფა“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 90 ათას ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 70%-იანი თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის 3 ათასი ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.

2019 წლის ივნისის თვის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 13 ათას 578 პოლისი; პროგრამაში ჩართულია 8 ათას 293 ბენეფიციარი.

ბახტაძე: ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს >>

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, შეუძლია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს. 

ყველა ახალი ამბავი
0