მაია ცქიტიშვილი: „ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება“

© photo: Anaklia Port / FBმაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს სურვილი, ანაკლიის პორტის პროექტი განახორციელოს ისეთმა ინვესტორმა, რომელიც მეტ ფინანსურ რესურსს მოიძიებს

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, განაცხადა Imedi-ს ეთერში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაუხანგრძლივეს >>

მაია ცქიტიშვილის თქმით, მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალისთვის, საერთო ინფრასტრუქტურისთვის, ევროპისა და აზიის ეკონომიკურ დერეფანში სათანადო ადგილის დაკავებისთვის. თუმცა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ააშენებს მას თუ სხვა კომპანია, ეს ფინანსურ რესურსებზე იქნება დამოკიდებული.

„იმ შემთხვევაში, თუ კონსორციუმი ვერ აღმოჩნდება წარმატებული ამ პროექტის განხორციელებაში, მაშინ ჩვენ ან უნდა მოვძებნოთ სხვა ინვესტორი, რომელსაც ექნება მეტი ფინანსური რესურსი, მეტი შესაძლებლობა მოიძიოს დაფინანსება ან სახელმწიფოს მოუწევს ნავსადგურის აშენება და პარალელურად კერძო ინვესტორის მოძიება, ვინაიდან მთავრობას არ აქვს სურვილი, ჰქონდეს სახელმწიფო პორტი. გარწმუნებთ, ანაკლიაში პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აქ აშენდება ანაკლიის პორტი - Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის და რკინიგზის პროექტს ოქტომბერში წარმოადგენენ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. 

პორტში სამუშაოებს აწარმოებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართული „თი-ბი-სი ჰოლდინგისა" და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებულია. კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი). ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი მსხვილი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა.

კონსორციუმის გენერალური კონტრაქტორის სახით, Eiffage პარტნიორ კომპანიებთან ერთად, კერძოდ, ABB (შვეიცარია) და CRP (საქართველო), პირველი ფაზის სამუშაოებს შეასრულებს.

კონსორციუმის ინფორმაციით, გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო-საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ Eiffage-ზე შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიების ხუთეულში შედის.

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ხაზარაძე და ჯაფარიძე ანაკლიის პორტის მმართველობას ტოვებენ

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

ცნობილი გახდა კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს >>

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0