მამუკა ბახტაძე: ლარი ზედმეტად გაუფასურებულია

© photo: Mamuka Bakhtadze / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ბახტაძის  განცხადებით, ეკონომიკაში იყო ტურიზმის სექტორიდან მეტი შემოსავლის მობილიზების მოლოდინი, რაც, ბოლო მოვლენების გამო ვერ მოხდა

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტა ზედმეტად გაუფასურებულია, განუცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 20 ივნისიდან 5,29%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსი 2,7871 იყო, 30 ივლისს მან უკვე ახალ ანტირეკორდს მიაღწია – 2,9346.

„ეკონომიკაში იყო მოლოდინი, რომ მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი ფაქტორი. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. ეს არის ექსპერტების დასკვნა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
რა არის ლარის გაუფასურების მიზეზები – მთავარი ბანკირი განმარტავს

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განმარტება ლარის კურსთან დაკავშირებით.

„ბუნებრივია, ის არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც აქვს თავისი მოსაზრება და ეს მოსაზრება ობიექტურია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა აკონტროლოს ინფლაციის ნიშნული და აუცილებლად უნდა ჩაერიოს იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრები შეიცვლება. ბუნებრივია, მე მაქვს ეს მოლოდინი და ეროვნულმა ბანმა ეს დაადასტურა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ–მინისტრის თქმით, მთავრობა მაქსიმალურად გახსნილია კომუნიკაციისთვის.

„ჩვენ ბიზნესს ვხვდებით ყოველდღიურ რეჟიმში, ხვალაც, ზეგაც იქნება ამის შესახებ საუბარი. ადგილი აქვს პრობლემას – შემოსავლები ტურიზმიდან დაეცა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ სამოქმედო გეგმით, რომელიც წარდგენილია, იმ წინადადებებით, რომელიც მოვისმინეთ ბიზნესისგან, შევძლებთ, ეს პრობლემები გადავლახო“, - აღნიშნა ბახტაძემ.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
არჩილ თალაკვაძე ლარის კურსზე : ეს არის მომენტი, როდესაც ჩარევა სასურველია

 

ბიზნესომბუდსმენის მოადგილის ლევან კალანდაძის განცხადებით ლარის დევალვაცია დღეს ქართული ბიზნესისთვის ყველაზე აქტუალური თემა გახდა  და მოცემულ მომენტში ბიზნესი მთავრობისგან და პირველ რიგში ეროვნული ბანკისგან უფრო საქმიან და კონკრეტულ კომუნიკაციას ელოდება.

თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთმა საქართველოში პირდაპირი ავიარეისები 8 ივლისიდან აკრძალა, რუსულმა ტუროპერატორებმა კი შეწყვიტეს განაცხადების მიღება საქართველოში გამგზავრების შესახებ. საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი ზომები აზარალებს ტურიზმის სფეროს, რადგან ბოლო წლებში რუსეთის მოქალაქეები რაოდენობის მხრივ საქართველოში ტურისტებს შორის ლიდერობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0