კვლევა: როგორ შეიცვლება 2019 წელს ღვინისა და ალკოჰოლური სექტორის შემოსავლები

© photo: Sputnik / Grigory Sisoev / გადასვლა მედიაბანკში„ქინძმარაული“ მოსკოვის მაღაზიის დახლებზე
„ქინძმარაული“ მოსკოვის მაღაზიის დახლებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Galt&Taggart–ის შეფასებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სექტორია

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. კონსალტინგური კომპანია Galt&Taggart–ის გათვლებით, 2019 წელს ღვინისა და ალკოჰოლური  სექტორის შემოსავლები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება, განუცხადა Galt&Taggart–ის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

„2013-18 წლებში სექტორის შემოსავლები თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით 870 მილიონი ლარი შეადგინა. ღვინო საქართველოს მე-4, ხოლო ბრენდი მე-8 უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია. 2018 წელს საქართველომ ღვინისა და ბრენდის ექსპორტიდან 305 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჩვენი გათვლებით, 2019 წელი სექტორისთვის სავარაუდოდ კიდევ ერთი კარგი წელი იქნება და შემოსავლები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება“, – განაცხადა შარიქაძემ.

რთველი - Sputnik საქართველო
ახალი გემოები, შთაბეჭდილებები და ემოციები: ბათუმი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

მისი თქმით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სექტორია.

კომპანია Galt&Taggart–ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2019 წელს მოსალოდნელია სექტორის დაახლოებით 10%-იანი წლიური ზრდა. 2018 წელს ყურძნის რეკორდული მოსავლიდან და ექსპორტის ზრდის ტენდენციებიდან გამომდინარეობს.

კვლევაში საუბარია იმაზე, რომ 2013-2018 წლებში ღვინის ექსპორტი არატრადიციულ ბაზრებზე გასამმაგდა, რაც საკმაოდ კარგი მიღწევაა ამ ბაზრებზე ქართული ღვინის დაბალი ცნობადობის პირობებში.

იმის გათვალისწინებით, რომ აზიაში ღვინის მოხმარება საკმაოდ მზარდია, ამ ბაზრების მიმართულებით შესაძლებელია ქართული ღვინის ექსპორტის 120 მლნ აშშ დოლარამდე ზრდა მომდევნო ხუთ წელიწადში, რაც გადააჭარბებს რუსეთიდან მიღებულ ამჟამინდელ შემოსავლებს. ამის მისაღწევად საჭიროა ბრენდის პოპულარიზაციასა და სადისტრიბუციო ქსელების გაფართოებაზე კონცენტრირება.

ორგანიზაციამ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიის კვლევის პრეზენტაცია დღეს გამართა.

ნათია თურნავას შეხვედრა ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში ბიზნესის იმედი აქვს

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის დასაწყისიდან საქართველომ ექსპორტზე 40,5 მილიონამდე ბოთლი ღვინო გაიტანა – 6%-ით მეტი, ვიდრე გასულის წლის იანვარ-ივნისში.

საქართველოდან 98 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო მსოფლიოს 44 ქვეყანაში გაიტანეს – ეს გასული წლის იანვარ-ივნისის მონაცემზე 9%-ით მეტია.

ქართული ღვინის მიწოდების მხრივ ლიდერი ქვეყნების ხუთეულში პირველ ადგილზეა რუსეთი, შემდეგ მოდიან უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

ექსპორტზე გატანილი ღვინოებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს „ქინძმარაული“, „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.

საგარეო ფაქტორები და ქართული ეკონომიკა... როგორ ავიცილოთ შოკი? >>

2019 წლის დასაწყისიდან ბრენდის ექსპორტი გაიზარდა 50%-ით – მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 27,4 მილიონი დოლარის ღირებულების ბრენდი – 62%-ით მეტი, ვიდრე 2018 წლის პირველ ნახევარში.

ჭაჭის ექსპორტი გაიზარდა 34%-ით – აღნიშნულ პერიოდში ჭაჭა გაიტანეს მსოფლიოს 23 ქვეყანაში. პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 633,2 ათას დოლარს, რაც 20%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემი.

ყველა ახალი ამბავი
0