ბენზინგასამართი სადგური

საქართველოში ბენზინი კვლავ გაძვირდა

69
(განახლებულია 13:19 20.07.2019)
საწვავის ფასმა ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში ხუთი თეთრით მოიმატა.

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი გაძვირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, საწვავის ფასმა ხუთი თეთრით მოიმატა.

დღეის მდგომარეობით, რეგულარიs ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2,54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2,53 ლარი, „რომპეტროლის“ ქსელში – 2,54 ლარი, „ვისოლის ქსელში“ – 2,59 ლარი.

ბენზინი ხუთი თეთრით გაძვირდა ივლისის დასაწყისშიც. ამის მიზეზად კი ლარის გაუფასურება და საწვავის საერთაშორისო ფასების გაზრდა სახელდება.

69
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (198)