სახელმწიფომ „საპარტნიორო ფონდს“ „საქრუსენერგოს“ თავისი წილი გადასცა

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციების გადაცემის საკითხს საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტო მოაგვარებს

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. სახელმწიფომ თავისი 50–პროცენტიანი წილი ქართულ–რუსულ ერთობლივ საწარმო „საქრუსენერგოში“ საქართველოს „საპარტნიორო ფონდს“ გადასცა, იუწყება პირველი არხი.

დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელი ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა, ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების აღსრულებისთვის მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ზომები უნდა მიიღოს.

დავით საგანელიძე - Sputnik საქართველო
პარლამენტი კანონპროექტს „საპარტნიორო ფონდის" რეფორმის შესახებ შემოდგომაზე განიხილავს

სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“ 1996 წელს შეიქმნა. საზოგადოების აქციონერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საჯარო სააქციო საზოგადოება „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური ქსელური კომპანია“.

„საქრუსენერგო“ ფლობს და ექსპლუატაციას უწევს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის „კავკასიონს“, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მუშაობა რუსეთის ენერგოსისტემასთან პარალელურ რეჟიმში.

მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოში გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის ექსპერტი, ხოლო ზამთარში – ელექტროენერგიის დეფიციტის შესავსებად ელექტროენერგიის იმპორტი.

რატომ არის საპარტნიორო ფონდის საქმიანობა ზარალიანი>>

საპარტნიორო ფონდი რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას მართავს, მათ შორისაა „საქართველოს რკინიგზა“, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „ესკოსა“ და „თელასის 24,5% წილი.

ყველა ახალი ამბავი
0