ლარის კურსი

ლარის მორიგი ანტირეკორდი

158
(განახლებულია 09:20 10.07.2019)
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური კურსი 2,9096 GEL\$1 დაადგინა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ისტორიაში პირველად ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,9 GEL\$1 ნიშნულს ქვემოთ ჩამოვიდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური კურსი 2,9096 GEL\$1 დაადგინა. თბილისის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის შეძენა 2,94 ლარადაა შესაძლებელი.

სახელმწიფო დუმამ სამშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომელიც რუსეთის მთავრობის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიმართა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა.

158
თემები:
ლარის კურსი დღეს (123)