ღვინის მარანი

ქართული ღვინის ექსპორტი: რომელი ქვეყანა ლიდერობს

135
(განახლებულია 15:18 05.07.2019)
წლის პირველ ნახევარში საქართველომ მსოფლიოს 44 ქვეყანაში 98 მილიონი დოლარის ღირებულების 40,5 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ქართული ღვინის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება – 2019 წლის დასაწყისიდან საქართველომ ექსპორტზე 40,5 მილიონამდე ბოთლი ღვინო გაიტანა – 6%-ით მეტი, ვიდრე გასულის წლის იანვარ-ივნისში, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოდან 98 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო მსოფლიოს 44 ქვეყანაში გაიტანეს – ეს გასული წლის იანვარ-ივნისის მონაცემზე 9%-ით მეტია.

ქართული ღვინის მიწოდების მხრივ ლიდერი ქვეყნების ხუთეულში პირველ ადგილზეა რუსეთი, შემდეგ მოდიან უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

ექსპორტზე გატანილი ღვინოებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს „ქინძმარაული“, „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.

2019 წლის დასაწყისიდან ბრენდის ექსპორტი გაიზარდა 50%-ით – მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 27,4 მილიონი დოლარის ღირებულების ბრენდი – 62%-ით მეტი, ვიდრე 2018 წლის პირველ ნახევარში.

„როსსელხოზნადზორი“ საქართველოდან პროდუქციის შეტანის აკრძალვას არ გეგმავს

ჭაჭის ექსპორტი გაიზარდა 34%-ით – აღნიშნულ პერიოდში ჭაჭა გაიტანეს მსოფლიოს 23 ქვეყანაში. პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 633,2 ათას დოლარს, რაც 20%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემი.

 

135
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (59)