„ოქროს სია": ხორბლის იმპორტიორების გარდა, ყველა კომპანიას დღეიდან შეღავათები გაუუქმდა

© Sputnik / Levan Avlabreliსაბაჟო პუნქტი "ყაზბეგი"
საბაჟო პუნქტი ყაზბეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე შეღავათები აქციზური საქონლის იმპორტიორებს გაუუქმდათ.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. დღეიდან „ოქროს სიის" იმპორტიორ კომპანიებს გადასახადების გადახდის ვადებთან დაკავშირებული შეღავათები გაუუქმდათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ოქროს სია“ და გაუქმებული შეღავათი ბიზნესისთვის>>>

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მაისში „ოქროს სიის" იმპორტიორი კომპანიებისთვის შეღავათები გააუქმა და ისინი დანარჩენ კომპანიებს გაუთანაბრა. კერძოდ, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციაში“ შესული ცვლილებების მიხედვით, „ოქროს სიაში“ მყოფი კომპანიები გაუთანაბრდნენ ჩვეულებრივ კომპანიებს და იმპორტის გადასახადს გადაიხდიან საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, 30 დღის ნაცვლად. გარდა ამისა, ყველა კომპანიისთვის საქონლის შემოტანიდან 15-დან 5 დღემდეა შემცირებული ვადა წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
კომპანიების „ოქროს სია“ გაუქმებულია: ბიზნესმენებს საქართველოში შეღავათები ჩამოართვეს

აღნიშნული ცვლილება დღეიდან შევიდა ძალაში.

ბოლო მონაცემებით, „ოქროს სიაში“ 217 კომპანია იყო შეყვანილი. სიას ავსებდა ფინანსთა სამინისტრო და ეს კომპანიები ქვეყანაში საქონლის შემოტანისას გამარტივებული პროცედურებით და შეღავათებით სარგებლობდნენ.

ე.წ. ოქროს სია იმ კომპანიებს აერთიანებს, რომელსაც იმპორტში ან ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება არანაკლებ 5 მილიონი ლარი აქვს, ასევე იმპორტის გადასახდელები არანაკლებ 900 ათასი ლარი აქვს გადახდილი, საქონლის იმპორტის ან ექსპორტის მიზნით არანაკლებ 100 საბაჟო დეკლარაცია აქვს წარდგენილი. ამასთანავე კომპანიას კარგი საგადასახადო ისტორია უნდა ჰქონდეს.

კომპანია „ოქროს სიიდან“ შეღავათების გაუქმების გამო ფასების ზრდით იმუქრება>>>

ერთადერთი შეღავათი „ოქროს სიის“ წევრებისთვის დარჩება ხორბლის იმპორტზე – გადასახადის გადახდა შემოტანიდან 45 დღის განმავლობაში იქნება სავალდებულო. ეს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროში ქვეყანაში ხორბლის მარაგების არსებობის აუცილებლობით ახსნეს.

უფრო ადრე კი, 12 ივნისს აღნიშნული შეღავათები აქციზური საქონლის იმპორტიორებს გაუუქმდათ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, თავად „ოქროს სია“ არ გაუქმებულა და კომპანიებს მხოლოდ ვადასთან დაკავშირებული შეღავათები გაუუქმდათ, ხოლო სხვა პროცედურული პრივილეგიები დარჩათ. მაგრამ „ოქროს სიაში“ ყოფნის უპირატესობა სწორედ გადასახდელების 30 დღეში გადახდის უპირატესობა იყო.

ფინანსთა სამინისტროში ასევე ირწმუნებიან, რომ ცვლილებების თაობაზე ბიზნესს შეტყობინებები დაეგზავნა და კერძო სექტორს გონივრული ვადაც მიეცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0