მზის პანელების დამამზადებელი საწარმო ქუთაისში

საქართველოს ეკონომიკა: ზრდისა და კლების ტენდენციები „საქსტატის“ მონაცემებით

59
(განახლებულია 13:13 29.06.2019)
„საქსტატის“ მონაცემებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში, წინა წელთან შედარებით, 4,9%-ით მოიმატა.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს და 2019 წლის მაისში, წინასწარი მონაცემებით, რეალურმა ზრდამ 4,7% შეადგინა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.

მაისში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა უძრავი ქონების, საყოფაცხოვრებო მომსახურების, ვაჭრობის, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის, ტრანსპორტის სფეროებში. კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობაში.

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, რომელმაც ბრიფინგი გამართა თემაზე „ეკონომიკური ზრდის ტენდენციები საქართველოში", მშენებლობაში კლება მაგისტრალური მილსადენების, კომუნიკაციებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შეწყვეტამ გამოიწვია.

„საქსტატის“ მონაცემებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში, წინა წელთან შედარებით, 4,9%-ით მოიმატა.


 

59
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (350)