რომელ სპირტიან სასმელს მოაქვს საქართველოსთვის დიდი შემოსავალი

85
(განახლებულია 15:39 13.06.2019)
მსოფლიოში ქართული ჭაჭისა და ბრენდის პოპულარობა იზრდება – 2019 წლის დასაწყისიდან ბრენდის ექსპორტი 60%-ით, ჭაჭის კი 61%-ით გაიზარდა.
სპირტიანი სასმელები, რომლებიც საქართველოდან გააქვთ
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოდან იანვარ–მაისის პერიოდში 19 ქვეყანაში 572,2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 216,5 ათასი ბოთლი ჭაჭა გაიტანეს – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტი. 

აღნიშნულ პერიოდში 17 ქვეყანაში 23 მილიონი დოლარის ღირებულების 10,7 მლნ ბრენდის ექსპორტი განხორციელდა – 67%-ით მეტი 2018 წლის ხუთი თვის მონაცემთან შედარებით.

2019 წლის დასაწყისიდან საქართველომ 33,6 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა – 6%-ით მეტი გასულ წლის იანვარ–მაისთან შედარებით.

საქართველოდან 39 ქვეყანაში 87 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანეს – 16%-ით მეტი 2018 წლის იანვარ–მაისთან შედარებით. 2019 წლის დასაწყისიდან ქართული ღვინის ექსპორტი სხვადასხვა მოცულობით 203-მა კომპანიამ განახორციელა.

წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ქინძმარაული“ უცხოეთში ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოა – ამ სახეობის ექსპორტმა მიმდინარე წლის იანვარ–მაისში 6 მილიონზე მეტი ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა.

უცხოეთში ყველაზე მეტად პოპულარული ღვინოების ხუთეულში ასევე შედიან „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.

85
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (83)
სტუდენტები

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

42
(განახლებულია 16:35 24.09.2020)
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება იმ მშობელსაც, რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 ათასზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. დღეიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ელექტრონული პორტალი student.moh.gov.ge ამოქმედდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიიღე დაფინანსება: თბილისის მერია სტუდენტების განცხადებების მიღებას იწყებს>>

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახებს 150 ათასზე ნაკლები სოციალური ქულა აქვთ, სახელმწიფო სრულად დაუფარავს 2019–2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს.

სამინისტროს ცნობით, იმ სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 ათასზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე.

ასევე ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 ათასზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.

სტუდენტის მშობელი რეგისტრაციისას უთითებს:

  • საკუთარ სახელს, გვარსა და პირად ნომერს;
  • სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და საჭიროების შემთხვევაში ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დაბადების მოწმობის ასლებს.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის პირველ ნოემბრამდე.

42
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში

შემოდგომის ნუგბარი: საქართველომ რუსეთში წაბლის ექსპორტი დაიწყო

17
ადრე ქვეყანაში არ ფიქრობდნენ წაბლის ექსპორტის პოტენციალზე და მოსავალს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ანაწილებდნენ

ექსპორტიორი ლევან ბენაშვილი მოსკოვში საკვები პროდუქციის გამოფენას დაესწრო და თავად იხილა, რამდენად მოთხოვნადია უზბეკური წაბლი. მან გადაწყვიტა ქართული წაბლის მიწოდება და გახსნა წაბლის გადამამუშავებელი პირველი ქარხანა ქვეყანაში, სადაც ნუგბარს გასაყიდად ამზადებენ და რუსეთში გზავნიან.

პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა ასეთ ძლიერ და გაბედულ ნაბიჯს. ბენაშვილი წელს რუსეთში 500 ათასამდე ტონა წაბლის გატანას გეგმავს.

17
გაზირებული სასმელი

ნამდვილად არის თუ არა გაზიანი სასმელი მავნე ორგანიზმისთვის: რა არის მითი და რა რეალობა

0
(განახლებულია 18:24 24.09.2020)
იშვიათად შეხვდებით ბავშვს, ან ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც ლიმონათი, კოკა-კოლა, ფანტა ან სხვა გაზიანი სასმელები არ უყვარს.

ბევრი ადამიანი გეტყვით, რომ გაზიანი სასმელი ვნებს, თუმცა მიზეზი, თუ რატომ არის ის მავნე, არ იცის, ან მცდარი ინფორმაცია აქვს ამის შესახებ. ალბათ ხშირად გაგიგით „გაზგასული ბორჯომი“, „გაზგასული ლიმონათი“, მითია თუ რელობა ეს ტერმინი და რეალურად რაში მდგომარეობს გაზიანი სასმელის მავნებლობა, ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუჭაშვილი საუბრობს.

- ზოგიერთი სამედიცინო მითის გამო ადამიანები არასაჭირო ქმედებებს აკეთებენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია გაზიანი სასმელებიდან გაზის მოცილების პროცედურა, რადგან საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითი არის ის, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის.

განსაკუთრებით ხშირად ამბობენ ამას ჰეპატიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციენტები და სვამენ გაზგასულ სასმელს. „გაზგასული ბორჯომი“, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მემკვიდრეობაა.

საქმე იმაშია, რომ გაზიანი სასმელების მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ სასმელის შემადგენლობაში. რეალურად, როდესაც ექიმები გაზიანი სასმელებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, გულისხმობენ ამ სასმელებში შაქრის და ქიმიური დანამატების მავნე ზემოქმედებას და არა ბუშტუკების, რომელთა მავნებლობა არაფრით არ არის გამოხატული.

შეიძლება გაზის ბუშტუკები მექანიკურად გაბერვის შეგრძნებას იწვევდეს, მაგრამ ამას ჯანმრთელობისთვის რაიმე საზიანო შედეგები ფაქტიურად არა აქვს.

არსებობს მოსაზრებები, მაგალითად, გაზიანი სასმელების კბილების მინანქარზე მავნე ზემოქმედების შესახებ, თუმცა ესეც მხოლოდ შაქრის შემცველობით აიხსნება და არა გაზის.

ხშირად ადამიანები სვამენ არა გაზიან, არამედ შაქრის შემცველ სხვა სითხეებს, რადგან გონიათ, რომ თუ სასმელი გაზიანი არ არის, შესაბამისად არ არის მავნე. ცხადია, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ის შაქარი და ქიმიური დანამატები, რომლებიც შეიძლება იყოს არაგაზიან სასმელებშიც, ისევე არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, როგორც გაზიანი სასმელები.

0
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე