ელიტური კომპლექსი თბილისში King David

რითია საქართველო საინტერესო ინვესტორებისთვის

77
(განახლებულია 16:27 10.06.2019)
საუკეთესო მაჩვენებლებით ბიზნესის წარმოების სიმარტივისა და კორუფციის აღმოფხვრის კუთხით, საქართველო ტოპ-ათეულში მოხვდა

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველო 2019 წლის საუკეთესო დინამიკურ საინვესტიციო მიმზიდველ ქვეყნად დაასახელა, ნათქვამია გამოცემის პუბლიკაციაში.

გამოცემა Global Finance თავის კვლევაში ეყრდნობა ბიზნეს-რეგულაციების, მართვისა და ეკონომიკური სტაბილურობის ხარისხის მაჩვენებლებს.

Развивающиеся страны, привлекательные для инвестиций в 2019 году, по версии Global Finance
2019 წელს ინვესტიციებისთვის მიმზიდველი განვითარებადი ქვეყნები Global Finance-ის ვერსიით

Global Finance-ის ეს შეფასება ხუთ ეკონომიკურ კომპონენტს ეფუძნება - მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი (საქართველოს მაჩვენებელია 4,78), ცვლილებები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში (16), კორუფციის აღმოფხვრა (58), ქვეყნის კონკურენტუნარიანობა (60,9) და ბიზნესის წარმოების სიმარტივე (6). ამასთან, ეკონომიკური კომპონენტების მიხედვით, საქართველო, ბიზნესის წარმოების სიმარტივისა და კორუფციის აღმოფხვრის კუთხით საუკეთესო მაჩვენებლებით, ტოპ-ათეულში მოხდა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბიძის განცხადებით, ავტორიტეტული გამოცემა Global finance-ის შეფასება დადებითი გზავნილია ფინანსური წრეებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებით, რამდენადაც მათთვის საქართველოში არა მხოლოდ ლიბერალური და რეგიონში ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ბიზნეს-გარემოა, არამედ, მიმდინარე რეფორმები და ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასა და ინვესტიციების დაცვას.

Global Finance-ის შეფასებით, გლობალური სავაჭრო დაძაბულობისა და შიდა პრობლემების გათვალისწინებით, 2018 წელი გარდამავალი გახდა ვალუტის, საქონლის ფასებისა და ინვესტორების ნდობის მერყეობის თვალსაზრისით.

ამ ფონზე საქართველო იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომლებიც ხასიათდებიან შთამბეჭდავი პროგრესითა და ინვესტორების მხრიდან ინტერესის ზრდით.

კრისტინ ლაგარდი: საქართველო ტრანსფორმაციის ისტორიას წერს>>

Global Finance - ყოველთვიური ფინანსური ჟურნალია, რომელიც გლობალურ ფინანსურ ინფორმაციებს აშუქებს. ჟურნალის მიზნობრივ აუდიტორიას შეადგენენ თავმჯდომარეები, პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები, ფინანსური დირექტორები, ფინანსების მმართველები და სხვა ფინანსური ჩინოვნიკები.

77
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (236)