კობა გვენეტაძე

პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ

56
(განახლებულია 14:09 10.06.2019)
კობა გვენეტაძე პარლამენტს ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიურ, 300-გვერდიან ანგარიშს წარუდგენს.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. ეროვნულმა ბანკმა 300-გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა.

დეპუტატებს საშუალება ექნებათ კობა გვენეტაძეს კითხვები დაუსვან ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის, საბანკო ზედამხედველობაზე, ლარის კურსთან დაკავშირებით და ა.შ.

კობა გვენეტაძე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა >>>

საქართველოს პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 2016 წლის 16 მარტს დაამტკიცა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძე შეცვალა. 

56
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (236)