მინისტრი ნათია თურნავა

„ქართული ბიზნესისთვის კონკურენცია მოტივატორია" თურნავა „გაზპრომთან" შეთანხმებაზე

78
(განახლებულია 13:38 10.06.2019)
რუსული გაზის რეალიზება საქართველოს კომერციულ სექტორში აუქციონების გზით ხდება.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო რუსულ გაზზე არ არის დამოკიდებული, ხოლო კომერციულ სექტორს კონკურენცია წაადგება, ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქვეყნის მთავრობის შეთანხმებაზე რუსულ კომპანია „გაზპრომთან" სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ.

რატომ არის აქტუალური და როდის აშენდება საქართველოში გაზსაცავი>>

ქართულმა მხარემ 2019 წლის მარტში რუსულ კომპანია „გაზპრომთან" ხელი მოაწერა შეთანხმებას სომხეთში ბუნებრივი აირის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტის შესახებ. ახალი შეთანხმებით, მხარეებს შორის ანგარიშსწორება მთლიანად მონეტიზებულია, ტრანზიტის ღირებულება გაიზარდა, ხოლო გაზის შესყიდვის ფასმა, თუ ეს საქართველოს დასჭირდება, დაიკლო.

„თუ ნახავთ გაზის ბალანსს, რომელიც გამოქვეყნებულია ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე, 2.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ბაზრიდან, რაც ჩვენი მთლიანი მოხმარებაა, 95 პროცენტი გაზი აზერბაიჯანული წარმომავლობისაა", – განაცხადა თურნავამ პარლამენტში.

მან განმარტა, რომ საქართველო აზერბაიჯანულ გაზს ორი წყაროდან იღებს – ტრანზიტის კვოტითა და სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის მეშვეობით.

„ამ გაზით იფარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მომხმარებელი – ჩვენი მოსახლეობა და თბოელექტროსადგურები. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ეს სეგმენტი მთლიანად დაფარული იქნება და არის აზერბაიჯანული გაზით. რაც შეეხება კომერციულ სეგმენტს, ბიზნესში ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ, იქნება ეს ელექტროენერგიის თუ გაზის სექტორი, რომ შემოვიდეს გარკვეული კონკურენცია", – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, რუსული გაზი საქართველოს კომერციულ ბაზარზე შემოდის.

„ახლა, მართალია, მცირე დოზით, სულ 5 პროცენტი ჩვენი მოხმარებისა, ეს გაზი წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც ალტერნატიული. აუქციონის მეშვეობით გაიყიდა მისი დიდი ნაწილი. შედგა ძალიან დიდი კონკურენცია, რვა კომპანია მონაწილეობდა. შეიძლება ეს გაზი ძალიან მცირეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორია კონკურენციისთვის... „გაზპრომის" რამე დომინირებაზე საუბარი არ იქნება, ვერ იქნება და არასოდეს იქნება შესაძლებელი", – განაცხადა თურნავამ.

საქართველო აზერბაიჯანიდან მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის ზრდას ელოდება>>

საქართველოს გავლით სომხეთს 2018 წელს 1,93 მილიარდი კუბომეტრი გაზი მიეწოდა. 2017 წელს ტრანზიტის მოცულობამ დაახლოებით 2 მლრდ კუბომეტრი შეადგინა.

კონტრაქტი რუსეთსა და სომხეთს შორის ყოველწლიურად 2,5 მილიარდ კუბომეტრამდე გაზის მიწოდებას გულისხმობს.

78
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (88)
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 9 ივლისს

47
(განახლებულია 08:53 09.07.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0042 ლარით გაუფასურდა. 

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0594 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0042 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 9 ივლისს
ლარის კურსი 9 ივლისს
47
თემები:
ლარის კურსი დღეს
ტურისტები

რატომ არ ხსნის საქართველო საზღვრებს მეზობელი ქვეყნებისთვის? მთავრობის არგუმენტები

219
(განახლებულია 19:02 08.07.2020)
ფინანსთა მინისტრის აზრით, საქართველომ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია მიზერული შემოსავლის დევნას არ უნდა შესწიროს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საზღვრები ტრადიციული ტურისტული ბაზრებისთვის მას შემდეგ გაიხსნება, რაც ისინი დაამარცხებენ ეპიდემიას და მეტ-ნაკლებად უსაფრთხო მაჩვენებლებს მიაღწევენ – რისკი უნდა იყოს დაბალანსებული პოტენციური მოგებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დაგვრჩება მხოლოდ რისკი, მიაჩნია საქართველოს ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს.

ღიაა დამატებითი შეზღუდვების გარეშე – მონტენეგრომ საქართველოსთვის საზღვრები გახსნა>>>

მან განმარტა, თუ რატომ არ ჩქარობს მთავრობა საზღვრების გახსნას.

„ის ქვეყნები, საიდანაც ტურისტების დიდი ნაწილი ჩამოდიოდა, სამწუხაროდ, დღეს ან ეპიდემიის პიკზე იმყოფებიან, ან ჯერ ვერ დაამარცხეს ეპიდემია. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელება ევროკავშირში ნაკლებია ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რისკი მაინც არსებობს. რეალური სურათი, შესაძლოა, იყოს ასეთი: ჩვენ მივიღებთ მიზერულ ეკონომიკურ შედეგს, მაგრამ ტურისტების რაოდენობა საკმარისი იქნება საქართველოში ვირუსის გასავრცელებლად“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ბევრი მიიჩნევს, რომ რისკი ორი-სამი თვის შემდეგაც შენარჩუნდება, მაგრამ საზღვრების გახსნა მაინც მოგვიწევს.

„ჩვენ უნდა გავრისკოთ იმ მიმართულებებით, საიდანაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად მაღალია ტურისტების ნაკადი და, შესაბამისად, შემოსავალიც. ეს დაბალანსებული და სწორი რისკია. რისკი არ არის გამართლებული, თუ საზღვრებს გავხსნით იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც ბევრი ტურისტი ჩამოდის, მაგრამ მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მაჭავარიანის განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ საქართველოს ასეთი მიდგომა აქვს: იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოსულთა რაოდენობა მეტ-ნაკლებად მატერიალურად საინტერესოა, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ან ბალტიისპირეთის ქვეყნები, და ამავდროულად რისკი დაბალია, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს და საზღვრები გაიხსნას.

„მაგალითად, იტალიას ჯერ არ გაუხსნია საზღვარი საქართველოსთვის. რატომ – საქართველო ხომ უსაფრთხოა? ამის მიუხედავად, მათ შეხედეს, რომ მატერიალური თვალსაზრისით ეს მიმართულება არ არის საინტერესო და არ აიღეს მინიმალური, ნულთან მიახლოებული რისკიც კი, თუმცა გახსნეს საზღვარი დიდ ბრიტანეთთან, საიდანაც გავრცელების რისკი უფრო მაღალია. მაგრამ იტალიას ამ რისკზე წასვლა უღირს, ვინაიდან ჩამოვა ბევრი ტურისტი, ეს კი ქვეყნისთვის შემოსავალია. ჩვენც ამ ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ურიზმის ჩანაცვლება მარტივი არ არის

ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10-12%-ს შეადგენს და არა 20%-ს, როგორც ბოლო დროს აღნიშნავენ ხოლმე.

„ესეც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ამიტომ დარტყმაც დიდია. მოკლე დროში სექტორს საგადასახადო წნეხი შეუმცირეს, თუმცა დარგისთვის ესეც მიზერია. ტურიზმის ჩანაცვლება იოლი არ იქნება“, – განაცხადა მან.

მაჭავარიანის თქმით, წელს იქნება საკმაოდ დიდი ხარჯი, რათა ნაწილობრივ მაინც მოხერხდეს ამ 12%-ის კომპენსირება და, რაც მთავარია, „სისულელეების თავიდან აცილება“.

„ჩვენ წინასწარ არ უნდა გავწიროთ ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში და არ უნდა ვდიოთ დღეს ტურიზმს, რომელიც ვერ აანაზღაურებს ამ ნეგატიურ მოვლენას“, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ ამით შეიძლება „დავაფრთხოთ“ ადგილობრივი ტურიზმი.

მისი სიტყვებით, ციფრები თავად მეტყველებენ, და ყოველი მეწარმე ან ადამიანი, დაკავებული ტურიზმის სფეროში, რომელიც ამ ციფრებს შეხედავს, მივა ლოგიკურ დასკვნამდე – როდის და ვის უნდა გაუხსნას საზღვარი საქართველომ.

ვის უნდა გაუხსნას საზღვარი საქართველომ პირველ რიგში

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 არაწევრი უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და მათთვის 1 ივლისიდან საზღვრები გახსნა, საქართველოს ხელისუფლება აქტიურ ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ზოგიერთ ქვეყანასთან უკვე მიღწეულია შეთანხმება საზღვრების ორმხრივ გახსნაზე დამატებითი პირობების გარეშე. მათ შორის არიან გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.

მთავრობის პრეს-სამსახურში აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობა აკვირდება გლობალურ სურათს და ფრთხილ ნაბიჯებს დგამს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება უცხო ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლის, ასევე საქართველოს მოქალაქეთა ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების პირობები.

ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა იმ არაწევრი ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებისთვისაც 1 ივლისიდან საზღვრები გახსნა. საქართველოს საზღვრები გაუხსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ.

ამასთან, ავსტრია ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს მხოლოდ 30 სექტემბრიდან გახსნის. ამის შესახებ განაცხადეს ვენაში საქართველოს საელჩოში.

თავის მხრივ, საქართველომ 1 ივლისიდან საჰაერო სივრცე კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ თავად რეგულარული ავიარეისების განახლება 1 აგვისტომდე გადადო. მთავრობაში განაცხადეს, რომ ქვეყნის მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 963-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 841 (87,3%), ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3310, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 203 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

219
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
შეყვარებულები

ქალი ქორწინებამდე პროვოკატორია, ქორწინების შემდეგ...

0
(განახლებულია 13:06 09.07.2020)
უცოლო მამაკაცმა ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი იცის ქალების შესახებ, ვიდრე ცოლიანმა. სხვაგვარად, ისიც უკვე ცოლიანი იქნებოდა.

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ჰენრი ლუის მენკენის მოსაზრებებს.

ჰენრი ლუის მენკენი (Henry Louis Mencken, 1880-1956) ამერიკელი ჟურნალისტი, ესეისტი, სატირიკოსი; როგორც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა აღნიშნა, „ადამიანი, რომელმაც ამერიკული ლიტერატურისთვის ყველაზე მეტი გააკეთა".

თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა…>>

ჰენრი ლუის მენკენმა დაამთავრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ბალტიმორის პოლიტექნიკური ინსტიტუტი". ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას, ხოლო ლიტერატურულ მოღვაწეობას, ძირითადად, მეოცე საუკუნის პირველ ოცწლეულში. მისი მთავარი ნაშრომებია: „ჯორჯ ბერნარდ შოუ. პიესები", „წინასიტყვაობათა წიგნი", „ცრურწმენები", „შენიშვნები დემოკრატიის შესახებ".

მან თავი გამოიჩინა, როგორც ბრწყინვალე ჟურნალისტმა და დააარსა ჟურნალი „ამერიკენ მერკური". ის ცნობილია, როგორც „ბალტიმორელი ბრძენი“ (Sage of Baltimore), ასევე „ბალტიმორის ანტიქრისტე". ის მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლად მიიჩნევა.

რაც არ უნდა ბედნიერი იყოს ქალი ქორწინებაში, მაინც ყოველთვის კმაყოფილებით ამჩნევს, რომ არიან ამ ქვეყნად მამაკაცები, რომლებიც ისურვებდნენ, რომ ის გათხოვილი არ ყოფილიყო...

უცოლო მამაკაცმა ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი იცის ქალების შესახებ, ვიდრე ცოლიანმა. სხვაგვარად, ისიც უკვე ცოლიანი იქნებოდა.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანი სიმართლეს გეუბნებათ, როცა იცით, რომ თქვენ მის ადგილზე მოიტყუებოდით.

სიყვარული – წამება, უსიყვარულობა – სიკვდილი>>

მამაკაცი ეძებს ისეთ ვინმეს, რომლის წინაშეც მას სიამაყე შეუძლია. ქალი ეძებს მხარს, რომელსაც მიეყრდნობა...

როცა ქალი ქმარს სიტყვაზე ენდობა, ის ეჭვის საბაბს იძლევა.

უსამართლობის გადატანა შედარებით ადვილია. რაც ნამდვილად გვაყენებს ტკივილს - ეს სამართლიანობაა.

სიყვარული - ეს წარმოსახვის გამარჯვებაა გონებაზე.

მამაკაცი თავისი ბუნებით პოლიგამიურია. ერთი ქალი მისით ყოველთვის მანიპულირებს, ხოლო მეორე - კისერზე აზის.

სიყვარულში ბედნიერების უდიდესი საიდუმლოა - გიხაროდეს, რომ მასზე სხვა დაქორწინდა

იდეალისტი - ეს ადამიანია, რომელიც, როცა აღმოაჩენს, რომ ვარდს კომბოსტოზე უკეთესი არომატი აქვს, მიდის დასკვნამდე, რომ ვარდისგან უკეთესი სუპი გაკეთდება.

მამაკაცები ბევრად უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე ქალები. პირველ რიგში, ისინი გვიან ირთავენ ცოლს; მეორეც - ადრე კვდებიან.

სიყვარული – არა რაოდენობა, არამედ ხარისხი, რომელიც არ იზომება>>

ერთადერთი ნამდვილად ბედნიერი ადამიანები - ეს გათხოვილი ქალები და უცოლო მამაკაცები არიან.

ქალებს არ უყვართ მორცხვი მამაკაცები. კატებს არ უყვართ ფრთხილი თაგვები.

ქალები და მამაკაცები ერთ საკითხში თანხმდებიან: ორივენი არ ენდობიან ქალებს.

წარსულის წინაშე თავი დახარე, მომავლის წინაშე - სახელოები აიკაპიწე.

საყვარელი - მსხვერპლი ნომერი ორი.

ფსიქოთერაპია - ესაა მეცნიერება, რომელიც ამბობს, რომ პაციენტი, დიდი ალბათობით, გამოჯანმრთელდება, მაგრამ სამუდამოდ დარჩება ჩამოყალიბებული იდიოტი.

ქველმოქმედება და პატრიოტიზმი - მთავარი თვისებებია ამერიკელისა, რომელსაც რამის გაყიდვა სურს.

პატარძალი საკურთხეველთან: „როგორც იქნა! როგორც იქნა!“. სიძე: „უკვე ძალიან გვიანია! ძალიან გვიანი!“

ქალი ქორწინებამდე - პროვოკატორია; ქორწინების შემდეგ - ჟანდარმი

მთელი ფილოსოფია, არსებითად, მიდის იმ აზრამდე, რომ ერთი ფილოსოფოსი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ყველა დანარჩენი ფილოსოფოსი სახედარია. ის, ჩვეულებრივ, ამას ახერხებს, უფრო მეტიც, ის დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ თვითონაც სახედარია.

შენთან ერთად. შენ წინააღმდეგ. უშენოდ...>>

რა ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ ცხოვრება აუტანელი გახადო! კენჭი ფეხსაცმელში, ტარაკანი მაკარონში, ქალის სიცილი!

ქმრები არასდროს ხდებიან კარგი; ისინი, უბრალოდ, გამოცდილებას იძენენ.

ჯენტლმენი - ესაა ადამიანი, რომელიც სიმართლეს ასიდან სულ ცოტა ოცდაათ შემთხვევაში ლაპარაკობს.

ყოველ წესიერ ადამიანს რცხვენია იმ მთავრობისა, რომლის მმართველობის დროსაც ცხოვრობს.

უცოლო - ეს ისაა, რომელსაც უნდა ცოლის შერთვა და თან, ამავე დროს, უხარია, რომ უცოლოა.

დემოკრატია - თეორია, რომლის შესაბამისად ორი ქურდი მოიპარავს ნაკლებს, ვიდრე ერთი; სამი - ნაკლებს, ვიდრე ორი; ოთხი - სამზე ნაკლებს და ასე, უსასრულობამდე.

სინდისი შინაგანი ხმაა, რომელიც გვაფრთხილებს, რომ ვიღაც გვითვალთვალებს.

სიმართლე ისეთი რამაა, რომელსაც ასე თუ ისე ვინმეს დისკრედიტირება შეუძლია...

გაზეთი - საშუალება, რომ უვიცი ადამიანები მეტად უვიცნი გახდნენ, ხოლო შეშლილნი - უფრო შეშლილნი.

იმედი - შეუძლებლის პათოლოგიური რწმენაა

რატომ თხოვდება ქალი მეორედ და რატომ ქორწინდება მეორედ მამაკაცი>>

ჯოჯოხეთი - ადგილი, სადაც ათ მცნებას კანონი დევნის.

მამაკაცი შეიძლება სულელი იყოს, მაგრამ ამის თაობაზე ეჭვი არ ეპარებოდეს - მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცოლოა.

ქმარი - ესაა ადამიანი, რომელსაც სულ თვალი უნდა ადევნო; კისრის ზომა - 16, საყელოს - 15,5.

ეჭვიანობა - თვალსაზრისი, რომლის თანახმად ცუდი გემოვნებით მხოლოდ თქვენ არ გამოირჩევით.

მსახიობი - ადამიანი, რომელსაც ხის ფეხი უფრო უშლის ხელს, ვიდრე ხის თავი.

დემოკრატია - ესაა მეცნიერება და ხელოვნება, მართო მაიმუნების გალიისგან შემდგარი ცირკი.

დემოკრატია - ეს მხოლოდ ოცნებაა: ის ზღაპრული არკადიის, სანტა კლაუსისა და სამოთხის გვერდით დგას.

უზენაესი - კომედიანტი, რომლის მაყურებელს სიცილისა ეშინია.

ძალაუფლება - ღმერთისგან, იერარქია - ძალაუფლებისგან.

პურიტანობა - შიში, რომ ვიღაც სადღაც შეიძლება ბედნიერი იყოს.

კანონიერი, ნაკურთხი მრუშობა და წუთებად აკინძული ცხოვრება>>

ცუდად იფიქრო მოყვასზე - ცოდვაა, მაგრამ არა მგონია, რომ შეცდომა იყოს.

უცოლოებს ხანდახან სინდისი ქენჯნის. ცოლიანებს ამისთვის ცოლები ჰყავთ. „მე ჩემი ქმრის სინდისი ვარ“.

0
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები