ქართული ყველის ფესტივალი

მთაწმინდის პარკში ყველისა და აჯიკის ფესტივალი დაიწყო

86
(განახლებულია 11:09 10.06.2019)
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა კუთხეში წარმოებული პროდუქცია.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში ყველისა და აჯიკის ფესტივალი მიმდინარეობს, ნათქვამია ღონისძიების სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიება ანა მიქაძისა და კომპანია Georgian feast-ის ორგანიზებით ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ ყველისა და აჯიკის მწარმოებელი კომპანიები. მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა კუთხეებში წარმოებული პროდუქცია.

აქტივობა ქართული ყველისა და აჯიკის პოპულარიზაციას ემსახურება.

86
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (28)