კომპანიების „ოქროს სია“ გაუქმებულია: ბიზნესმენებს საქართველოში შეღავათები ჩამოართვეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესის წარმომადგენლები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ გადაწყვეტილება მეწარმეებთან კონსულტაციების გარეშეა მიღებული

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააუქმა შეღავათები „ოქროს სიის“ იმპორტიორი კომპანიებისათვის და ისინი დანარჩენ კომპანიებს გაუთანაბრა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციაში“ შესული ცვლილებების მიხედვით, „ოქროს სიაში“ მყოფი კომპანიები გაუთანაბრდება ჩვეულებრივ კომპანიებს და იმპორტის გადასახადს გადაიხდიან საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ნაცვლად 30-ის.

გაიზრდება თუ არა გადასახადები: პრემიერის გეგმები >>

ბოლო მონაცემებით, „ოქროს სიაში“ დაახლოებით 217 კომპანია იყო შეტანილი. სიას ავსებდა ფინანსთა სამინისტრო და ეს კომპანიები ქვეყანაში საქონლის შემოტანისას გამარტივებული პროცედურებით და შეღავათებით სარგებლობდნენ.

ერთადერთი შეღავათი „ოქროს სიის“ წევრებისთვის დარჩება ხორბლის იმპორტზე - გადასახადის გადახდა შემოტანიდან 45 დღის განმავლობაში იქნება სავალდებულო.

სსფ-ის დირექტორი კრისტინ ლაგარდი - Sputnik საქართველო
კრისტინ ლაგარდი: საქართველო ტრანსფორმაციის ისტორიას წერს

გარდა ამისა, საქონლის შემოტანიდან 15-დან 5 დღემდე შემცირებულია ვადა ყველა კომპანიისათვის წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე.

გადაწყვეტილება ძალაში 27 დღეში შევა. შესაბამისად, ყველა კომპანია იმპორტის ერთნაირი პირობებით ისარგებლებს.

ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა, ეს ცვლილებები ყველაზე მეტად შეეხება ჩვეულებრივ კომპანიებს, რომლებიც წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე გადასახადის გადახდის 15-დღიანი ვადით სარგებლობდნენ.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საამქრო - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება

„ეს შეღავათები სწორედ იმისთვის არსებობდა, რომ „სუფთა“ კომპანიებს, რომლებსაც კარგი ისტორია აქვთ, ჰქონოდათ დრო იმისათვის, რომ ჩამოეტანათ საქონელი საქართველოში, გაესაღებინათ პროდუქცია და უპრობლემოდ გადაეხადათ გადასახადები. ახლა ფინანსთა სამინისტრომ გააუქმა ეს შეღავათები და ყველა კომპანიისთვის 5-დღიანი ვადა განსაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს მეტი ფინანსები დასჭირდებათ. და თუ არ გაქვს ეს ფული, ვერ გადაიხდი გადასახადებს, ბანკმა შეიძლება კრედიტი არ მოგცეს, ხოლო შემოსავლების სამსახურმა შეიძლება დაგაჯარიმოს“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

გადასახადის გადამხდელთა კავშირი მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან განიხილოს.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს გადაწყვეტილება შეჩერდეს და შესაბამის წრეებში მოხდეს მისი განხილვა. თუ ეს არ მოხდება, ეს იქნება ბიზნეს-გარემოს გაუარესების მორიგი ნაბიჯი. და, ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს, რა ფორმით, ჯერჯერობით არ ვიცით“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

მამუკა ბახტაძე აშშ-ში შეხვედრებს გამართავს >>

ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ბიზნეს-ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეც შეშფოთებულია.

„მსგავსი უცაბედი და ბიზნესთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების პირობებში საქართველოში სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ სუბიექტებს არ აქვთ სტაბილური განვითარების და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთების საშუალება, რაც აზიანებს მოქმედ კომპანიებს“, – განაცხადა ლექვინაძემ პირველი არხის ეთერში.

ფინანსთა სამინისტროს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0