კახეთში ატმის მოსავლის აღებას სპეციალური შტაბი უზრუნველყოფს

გამოწერა
პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებული ყველა პროცედურა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განხორციელდება

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ატმის მოსავლის აღების პროცესში აქტიურად ჩაერთვება და სპეციალურ შტაბს გახსნის, რომელსაც უწყების სპეციალისტები უხელმძღვანელებენ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ატმის აღების პროცესი საქართველოში ივნისის შუა რიცხვებში იწყება.

პრემიერი: საქართველოს გარე რისკებისგან იმპორტჩანაცვლება დაიცავს >>

„უკვე რამდენიმე წელია გროვდება გამოცდილება, როგორც ახალი სავაჭრო არხების მოძიების თვალსაზრისით, ისე - ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ და ვფიქრობ სეზონი წარმატებული იქნება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მხოლოდ 2018 წლის ივნისში საქართველოდან თითქმის 4,4 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდს ცხრაჯერ აღემატება.

კომპანია Ajara Textile-ის საკერავი საამქრო - Sputnik საქართველო
მაისურები, სუნამოები, ცოცხები: უცნაური და ორიგინალური ექსპორტი საქართველოდან

გასულ წელს ერთი კილოგრამი ატმის ფასი 30-70 თეთრის ფარგლებში მერყეობდა. ექსპორტირებული ხილის საერთო ღირებულებამ ორ მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ექსპორტის უდიდესი ნაწილი - 63,8%, რუსეთზე მოდიოდა. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი - 17,4% და სომხეთი - 15,5%. ექსპორტი ასევე ხორციელდებოდა უკრაინაში, ყაზახეთში, ყატარსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

გასულ წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის ოფისში შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები შევიდნენ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით სპეციალისტები ახორციელებდნენ ყველა პროცედურას, რომელიც ხილის ექსპორტს უკავშირდებოდა.

ემუქრება თუ არა სოფლის მეურნეობას პეპელა ნარშავას ფრთაკუთხა >>

გადასამუშავებლად ატამს იბარებს ორი საწარმო - „ჩინებული“ თელავში და „კულა“ გორში.

ყველა ახალი ამბავი
0