ფოთში ღრმაწყლოვანი პორტი არ აშენდება: რატომ გაათავისუფლეს სააგენტოს უფროსი

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" სიმშვიდისკენ მოუწოდა.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ფოთში არანაირი ღრმაწყლოვანი პორტი არ იქნება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

გუშინ ქალაქის მერიამ განაცხადა, რომ ფოთის პორტში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იგეგმება. განცხადების თანახმად, უნდა აშენებულიყო 1,6 ათასი მეტრი სიგრძის დამცავი მოლი და 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომი. იქვე აღნიშნული იყო, რომ პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს.

ახალი სკანდალი: ანაკლიის პროექტის ინვესტორები პროექტის შეჩერებით იმუქრებიან>>>

თურნავამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა", რომელიც ქვეყანაში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, განგაში ატეხა. კომპანიის განცხადების თანახმად, "საუკუნის პროექტი" - ასე უწოდებს ქვეყნის ხელისუფლება - შეიძლება შეჩერდეს „ახალი გარემოებების გამო".

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
ფოთის პორტი ღრმაწყლოვანი გახდება

„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის (გრიგოლ კაკაურიძე - რედ.) ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან და არც ჩემთან პირადად. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და გაუქმდა ეს დოკუმენტი, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან", - განაცხადა თურნავამ.

მისი სიტყვებით, მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია.

„ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მლნ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70-მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერით", - აღნიშნა თურნავამ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. ამჟამად კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

ანაკლიის პორტის ყოფნა-არყოფნა: ხელისუფლება და კრედიტორები ვერ შეთანხმდნენ>>>

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მან მუშაობა ნ2021 წელს უნდა დაიწყოს. ამ დროისთვის ფსკერის გაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს.

მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
რა მოთხოვნები წაუყენა ანაკლიის პორტის ინვესტორმა საქართველოს მთავრობას

პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტია საჭირო. სახელმწიფომ 100 მილიონი დოლარის კრედიტის ჩარიცხვის პირობა დადო, ხოლო კონსორციუმს 120 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს. დანარჩენი 400 მილიონი დოლარი კონსორციუმმა კრედიტის სახით უცხოური ინვესტორებისგან უნდა მოიზიდოს.

კრედიტორები მოიძებნა, მაგრამ თანხის საბოლოო მისაღებად მხარეებმა ფინანსური გარიგება უნდა დადონ. აქ კი პრობლემები შეიქმნა.

ყველაზე მთავარ მოთხოვნას ტვირთბრუნვის უზრუნველყოფის რისკის დაზღვევა წარმოადგენს. კრედიტორი ბანკები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, ამ კრედიტების უზრუნველყოფა აიღოს თავის თავზე, მეორე მხრივ – ტვირთების შემოსვლის რისკები დაფაროს.

ყველაზე მთავარ მოთხოვნას ტვირთბრუნვის უზრუნველყოფის რისკის დაზღვევა წარმოადგენს. კრედიტორი ბანკები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, ამ კრედიტების უზრუნველყოფა აიღოს თავის თავზე, მეორე მხრივ – ტვირთების შემოსვლის რისკები დაფაროს.

ყველა ახალი ამბავი
0