ფოთის პორტი

ფოთის პორტი ღრმაწყლოვანი გახდება

233
ფოთში ბოლო 160 წლის განმავლობაში პირველად მასშტაბური პროექტი განხორციელდება

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ფოთის პორტში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იგეგმება, ნათქვამია ფოთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ანაკლიის პორტის მშენებლობა: ხელისუფლებამ გზის მიმართულება აირჩია >>

პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს. აშენდება 1640 გრძივი მეტრი სიგრძის ახალი დამცავი მოლი და 700 გრძივი მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი.

„ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეძლებს არსებულ გამტარიანობასთან ერთად უზრუნველყოს დამატებით 9 მილიონი ტონა ნაყარი/გენერალური ტვირთისა და 500 000 TEU-ს გადამუშავებას წელიწადში“, - ნათქვამია განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ეს ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბების პროექტია.

ფოთის პორტის მშენებლობა 160 წლის წინ დაიწყო და იმ დროიდან მსგავსი მასშტაბის პროექტი ფოთში არ განხორციელებულა.

„დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავია ხელი შევუწყოთ ახალი ნავსადგურის მშენებლობას, სწორად დავგეგმოთ ქალაქის სივრცითი განვითარების პრიორიტეტები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება“, - აღნიშნავს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია.

ფოთის პორტი 29,7 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე მდებარეობს. პორტში არის 15 დოკი, საიდანაც 10 ამწეებით არის აღჭურვილი. პორტის ტვირთბრუნვა წელიწადში 11 მილიონ ტონას შეადგენს.

233
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)
აშშ დოლარი და ქართული ლარი

ფულადი გადარიცხვები: რამდენი ფული შემოვიდა აგვისტოში საქართველოში

80
(განახლებულია 21:24 18.09.2020)
თურქეთს, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში უცვლელად შედიოდა საქართველოში ფულადი გადარიცხვების მხრივ ლიდერთა ექვსეულში, აგვისტოში უკრაინამ გადაუსწრო

თბილისი, 18 სექტემბერი ― Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილები 2020 წლის აგვისტოში 25,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

ყველაზე მეტი თანხა ელექტრონული სისტემებით გადმოირიცხა რუსეთიდან ― 35 მლნ დოლარი, რაც ფულადი გადარიცხვების მთლიანი მოცულობის 19%-ს შეადგენს.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში შედიან: იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და უკრაინა.

თურქეთს, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში უცვლელად შედიოდა საქართველოში ფულადი გადარიცხვების მხრივ ლიდერთა ექვსეულში, აგვისტოში უკრაინამ გადაუსწრო, საიდანაც საანგარიშო პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით დაახლოებით 11 მლნ დოლარი ― საერთო მოცულობის 6% გადმოირიცხა.

 


80
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)

არავითარი დღესასწაული: როგორ იმოქმედა პანდემიამ რთველზე - ვიდეო

180
საქართველოში აქტიურ ფაზაში შევიდა ყურძნის მოსავლის აღების სეზონი. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ იღებენ მოსავალს კახეთში COVID-19-ის ფონზე

რთველი საქართველოში ყოველთვის ნამდვილ და ხანგრძლივ დღესასწაულად მიიჩნეოდა, რომელიც უყვართ სოფლის მკვიდრებსაც და ქალაქელებსაც. მაგრამ პანდემიამ მასზეც იქონია გავლენა.

ლოკდაუნმა, ტურისტების არყოფნამ, დაკეტილმა ბარებმა და რესტორნებმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ღვინის ბაზარს. 2020 წელს ღვინის ქარხნები იძულებულები გახდნენ ყურძნის ყველა ჯიშზე შესასყიდი ფასი დაეწიათ. ფერმერებს ახლა არჩევანის საშუალება არ აქვთ - პანდემიის მიუხედავად, უამრავი საქმეა.

ამ დროისათვის კახეთში უკვე მოიკრიფა და გადამუშავდა 40 ათასი ტონა ყურძენი. ჯამში წელს 300 ათასო ტონა მოსავლის აღება იგეგმება.

180
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 19 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 11:05 18.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

19 სექტემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია.

ღამით მთვარე მორიელის ნიშანში გადავა (22:34 საათზე).

ვენერა ხელოვნებასთან და შემოქმედებასთან დაკავშირებულ საქმიანობას უწყობს ხელს, ასევე რომანტიკულ ურთიერთობებს, დასვენებას და კონტაქტებს.

იღბლიანი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, როდესაც დიპლომატიურობაა საჭირო, თუმცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს. აჯობებს, თუ უკვე დაწყებულ საქმეებს დაამთავრებთ. ადამიანებს, ერთი მხრივ, სტაბილურობის გრძნობა უჩნდება, მეორე მხრივ კი – მერყეობის. სიმშვიდისა და ჰარმონიის დღეა, თუმცა, ურთიერთობებში ტაქტისა და დიპლომატიურობის შესახებ არ უნდა დაგვავიწყდეს.

მთვარე სასწორში ხელს უწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს – ეს ჰარმონიული და წმინდა სიყვარულის დროა. ასეთ ურთიერთობებში ერთმანეთს ერწყმის  გულწრფელი გრძნობები და ურთიერთმოგება – ეს ჭეშმარიტი ქორწინების საფუძველია.

იუპიტერი რეტროგრადულ სვლას წყვეტს: ზოდიაქოს ხუთ ნიშანს დიდი წარმატებები ელოდება>>

იზრდება მეორე ნახევართან შეხვედრის შანსები. ამ დღეს დაწყებული სიყვარული, თუ ორივე პარტნიორი გაუფრთხილდება მას, დიდი ხანი გაგრძელდება.

რეკომენდებულია სიმტკიცის გამოჩენა, შეიძლება გარისკვა, აქტიურობა, კარგი დღეა მგზავრობისთვის.

არარეკომენდებულია ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, რადგან მოსალოდნელია დანაკარგები.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა. ასევე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მთლიანობაში, ბაღში მუშაობისთვის ნეიტრალური დღეა. შეიძლება მცენარეების გადარგვა, პიკირება, ერთ და მრავალწლიანი ყვავილების დარგვა, მოსავლის აღება – ის კარგად შეინახება.

0