ლარი შეუჩერებლად ეცემა: რა დაემართება ფასებს?

© photo: Sputnikლარი და დოლარი
ლარი და დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია პროდუქციაზე ფასების თანდათანობით მატებას ვარაუდობს.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს – ბოლო თვეში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,8%-ით დაეცა, ხოლო წლის განმავლობაში – 13,6%-ით. 

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
ლარის კურსის რყევა: რჩევები სახელმწიფო შემსყიდველებსა და მიმწოდებლებს

ლარის კურსი ბოლო 2,5 წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს ქართული ეროვნული ვალუტის კურსმა პირველად გადააბიჯა 2,78 ნიშნულს, მერე კი თანდათან დაიწყო გამყარება და სტაბილიზაცია.

სანამდე დაეცემა ლარი... ანუ ისევ დაიწყო, აგული?!

მიმდინარე წლის 22 მაისისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7676 GEL/$1-ზე დაადგინა.

„ლარის ნებისმიერი რყევა, როდესაც პლუს ამას ბენზინსა და ნავთობროდუქტებზე ფასების ცვლა ემატება, ნეგატიურად აისახება ბაზარზე. ყველაფერი ეს საბოლოოდ ძალიან მტკივნეულად აისახება სადისტრიბუციო კომპანიებზე. ისინი იძულებული ხდებიან, მოუმატონ ფასებს“, – ამბობს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს–ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

მისი თქმით, როცა ლარი 2,7-ს სცდება, ეს უკვე კრიტიკული ზღვარია.

„ფასები მაშინვე არ იზრდება, ეს ნელ-ნელა ხდება. ალბათ მომავალში არაფერს კარგს არ უნდა ველოდოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურმა გუნდმა ძალიან აქტიურად იმუშაოს ეროვნულ ბანკთან ერთად საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც, შესაძლოა, შეუქცევადი აღმოჩნდეს“, – განაცხადა ჭყონიამ ტელეარხ „TV-პირველის“ ეთერში.

© Sputnik / Konstantin Ivanovლარის კურსის დინამიკა ბოლო 11 წლის განმავლობაში
ლარი შეუჩერებლად ეცემა: რა დაემართება ფასებს? - Sputnik საქართველო
ლარის კურსის დინამიკა ბოლო 11 წლის განმავლობაში

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ეროვნული ვალუტის კურსის ცვლას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს.

„რასაკვირველია, თუ შეხედავთ, საგარეო ფაქტორებია. ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორია. ზუსტად ამიტომ ერთ წელზე მეტია ვსაუბრობთ დედოლარიზაციაზე, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობა უცხოურ ვალუტაზე“, – განუმარტა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.

აღსანიშნავია, რომ დედოლარიზაციის პროგრამის ფარგლებში 2017 წელს საქართველოში დოლარში კრედიტების გაცემაზე შეზღუდვები დაწესდა.

ყველა ახალი ამბავი
0