7120 კოლოფი უაქციზო სიგარეტი – უკანონო გადაზიდვის რვა ფაქტი გამოვლინდა

CC0 / Pixabay / ფული და სიგარეტი
ფული და სიგარეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 42 ათას ლარს აღემატება.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა–გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიცია - Sputnik საქართველო
კონტრაბანდა საქართველოში: თბილისსა და ქვემო ქართლში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-სთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის 7 120 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 42 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0