ნათია თურნავა

ვინ დაიცავს მეწარმეებს იმპორტიორთა დემპინგისგან ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია

75
(განახლებულია 22:43 14.05.2019)
ხელისუფლება საწარმოებს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაში დაეხმარება.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ადგილობრივი მეწარმეების დაცვის მიზნით ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე მუშაობს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2015 წელს დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“, თუმცა მისი ინიცირება პარლამენტში ამ დრომდე არ მომხდარა.

საქართველოს მეტალურგებმა არაერთხელ მიმართეს მთავრობას და პარლამენტს ქვეყანაში დემპინგურ ფასად მეტალოპროდუქციის, კერძოდ, ირანიდან არმატურის შემოტანის გამო.

„ჩვენ ანტიდემპინგური კანონმდებლობა შემოგვაქვს, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენციის სამართლიან წესებს და ბაზარს და მომხმარებლებს უხარისხო ანალოგებისგან დაიცავს“, – ციტირებს უწყების პრეს–სამსახური თურნავას სიტყვებს.

ეკონომიკის მინისტრმა რუსთავში მეტალურგიული საწარმოები „რუსთავის ფოლადი“ და „ჯეოსტილი“ დაათვალიერა, სადაც წარმოების პროცესს გაეცნო.

Министр экономики и устойчивого развития Натия Турнава на Руставском металлургическом заводе
ნათია თურნავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში

„ორივე საწარმოში 2,5 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. იქ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის. ამ მომენტისთვის საწარმოების ტექნიკური გადაიარაღება მიდის, მათ შორის, ეკოლოგიური სტანდარტების დაცვის მიმართულებით“, – განაცხადა თურნავამ.

თურნავას სიტყვებით, უწყება მეტალურგიულ საწარმოებს დაეხმარება უფრო ენერგოეფექტური გახდეს. 

Цех Руставского металлургического завода
ნათია თურნავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში

„ამისთვის იგეგმება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომლის წყალობითაც ელექტროენერგიის მოხმარება 30%-ით შემცირდება და ჩვენ მათ ამ ამოცანების გადაჭრაში დავეხმარებით. ამაში მდგომარეობს ჩვენი ეკონომიკის ძალა. სამინისტრო ყველანაირად დაეხმარება, მხარს დაუჭერს და ხელს შეუწყობს განვითარებას და საწარმოების გადაიარაღებას“, – აღნიშნა თურნავამ.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ისტორია 1948 წლიდან იწყება. ქარხანა სხვადასხვა პროდუქციის წარმოებითაა დაკავებული, რომელთა შორისაა არმატურა და უნაკერო მილები. იქ 2 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

„ჯეოსტილი“ ჯართის გადამუშავებაზე მუშაობს და უცხოური ინვესტიციებითაა შექმნილი. საწარმო თერმომექანიკურად დამუშავებული ფოლადის არმატურისა და ფოლადის წნელის მოწინავე მწარმოებელია.

75
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (342)