საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა: იმპორტი კვლავ ეცემა

© Sputnik / Levan Avlabreliსაბაჟო-გამშვები პუნქტი
საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება - ექსპორტი 17,9%-ით გაიზარდა

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველომ საქონლის შეძენა შეამცირა - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, იმპორტი 3,1%-ით შემცირდა და 2,7 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") მასალებში.

ეკონომიკის სამინისტრო: მარტში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა ინვესტორებისთვის კარგი სიგნალია>>>

ამავე დროს, გასული წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, 2019 წლის დასაწყისიდან 17,9%-ით გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი და 1,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

მთლიანობაში, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2,3%-ით გაიზარდა და დაახლოებით 3,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ექსპორტის ზრდას რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის, გაყიდვების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით ხსნის.

გიორგი პაპავა - Sputnik საქართველო
რას მოუტანს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა ინდოეთთან

"საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომ ზრდასა და დივერსიფიკაციაზე. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში მიღწეული ახალი შეთანხმებები ხელს უწყობენ ქართული პროდუქციის გაყიდვის ბაზრის გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის დამატებით შესაძლებლობების შექმნას", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველო გაყიდვის ბაზრებს აფართოებს

საქართველო და ინდოეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ - კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა ხელსაყრელი იქნება ორივე ქვეყნისთვის, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

ბოლო პერიოდში საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, ასევე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და აშშ-თან. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0