„ყაზტრანსგაზ-თბილისი" მმართველის გარეშე დარჩა – რა ბედი ელის კომპანიას

© Sputnik / Vladimir Umikashvili"ყაზტრანსგაზ-თბილისი"
ყაზტრანსგაზ-თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიას აღარ ჰყავს სპეციალური მმართველი, რომელიც 2009 წელს დიდი დავალიანების გამო დაინიშნა.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (GNERC) გააუქმა დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" მართვის სპეციალური რეჟიმი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი" 2018 წლის ოქტომბერში 40 მლნ დოლარად შეიძინა კომპანიამ WALTBAY, რომელიც ქართულ საინვესტიციო კომპანია CBS-ს ეკუთვნის.

თუ „ყაზტრანსგაზ–თბილისის" სახელით დაგირეკეს – კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს>>>

შპს  „ყაზტრანგაზ-თბილისი" გაზისა და გაზმომარაგების სფეროში ყაზახეთის ეროვნულმა ოპერატორმა სს „ყაზტრანსგაზმა" შექმნა. შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ყაზახურ კომპანიას შორის 2006 წელს გაფორმდა.

აირი - Sputnik საქართველო
ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადები თბილისში: „ყაზტრანსგაზის“ განმარტება

2006–2009 წლებში სს „ყაზტრანსგაზმა" საერთო ჯამში „ყაზტრანსგაზ-თბილისის" განვითარებისათვის 130 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. 2009 წლის მარტიდან, მსხვილ საკრედიტორო დავალიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის – სემეკის გადაწყვეტილებით, კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისში" სპეციალური მმართველი დაინიშნა.

იმ დროისათვის შპს „ყაზტრანგაზ–თბილისის" საკრედიტორო დავალიანება 80 მილიონ ლარს აღემატებოდა, აქედან 68 მილიონი ლარი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წინაშე არსებული დავალიანება იყო – ბუნებრივი გაზის მიწოდების საფასური.

ყველა ახალი ამბავი
0