ეკონომიკის სამინისტრო: მარტში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა ინვესტორებისთვის კარგი სიგნალია

© photo: Government of Georgia / FBცემენტის ქარხანა HeidelbergCement კასპში
ცემენტის ქარხანა HeidelbergCement კასპში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გადარიცხვები - საქართველოს ეკონომიკის ზრდის მთავარი მიზეზებია

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. საქართველოში 2019 წლის მარტში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 6% შეადგინა 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.

2019 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა სახის მომსახურების გაწევის დარგებში. ასევე, ზრდა დაფიქსირდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი: როდის გაიზრდება ცხოვრების დონე საქართველოში >>

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4,7 პროცენტით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2017 წელთან შედარებით ასევე 4,7 პროცენტით განისაზღვრა.

ხელისუფლება შედეგით კმაყოფილია

საქართველოს ეკონომიკის 6%-იანი ზრდის მაჩვენებელი კარგი გზავნილი იქნება ინვესტორებისთვის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებელზე საუბრისას.

ტრეილერების რიგი „სარფის საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე - Sputnik საქართველო
საგარეო ბრუნვა: ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი შემცირდა

„ვფიქრობ, ეს კარგი დასაწყისია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის წინ, რომელიც 1 მაისს დაიწყება“, - აღნიშნა მიქაბერიძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ დადებით ფაქტორებზე, რომლებიც ეკონომიკაში შეინიშნება.

მისი სიტყვებით, მარტში ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზეზები საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება, საერთაშორისო ტურიზმიდან გაზრდილი შემოსავალი და საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მატებაა. 

ერთი წლის პროგნოზი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2019 წელს 4,6% იქნება. ფონდში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, როგორც მოსალოდნელია, დააბალანსებს დაბალ საგარეო მოთხოვნილებას და დაკრედიტების შედარებით ნელ ზრდას.

Standard & Poor's საქართველოს ეკონომიკას პოზიტივი მოუძებნა >>

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკმა 2019 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 4,6%-მდე შეამცირა. აღნიშნული პროგნოზის თანახმად,  2019 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდება და 4,6%-ს შეადგენს, 2021 წელს კი 5%-მდე მოიმატებს.

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომავალი წლების პროგნოზს, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 6% იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0