რამდენს გამოიმუშავებენ სასტუმრო და სარესტორნო სფეროს თანამშრომლები საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო „ახალ ტფილისში“
ქართული ღვინო „ახალ ტფილისში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასტუმროების თანამშრომლები საქართველოში რესტორნებში დასაქმებულებთან შედარებით მეტ ხელფასს იღებენ

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 2018 წელს სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა რაოდენობა 1500 კაცით შემცირდა და 72 800-ს გაუტოლდა.

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, მათგან დაახლოებით 37,5 ათასი შტატშია აყვანილი, ხოლო 35,3 ათასი - დაქირავებული თანამშრომელია.

„პროფგანათლება უმუშევრობას დაძლევს“ - ბახტაძე სიახლის შესახებ >>

რაც შეეხება საშუალო თვიურ ხელფასს, „საქსტატს“ მხოლოდ საშტატო თანამშრომლების მონაცემები მოჰყავს. 2018 წელს ისინი დაახლოებით 917,9 ლარს იღებდნენ.

ამასთან, სასტუმრო სფეროში საშუალო ხელფასი გაცილებით მაღალი იყო - დაახლოებით 1200 ლარი, ხოლო სარესტორნო სფეროში - 717 ლარი.

ტურისტები მცხეთაში - Sputnik საქართველო
ხელისუფლებამ მოიფიქრა, როგორ აამაღლოს საქართველოში ტურისტების მომსახურების ხარისხი

საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა 2018 წლის მეოთხე კვარტალში 1200 ლარს შეადგინა, რაც პირველ კვარტალთან შედარებით 13,5%-ით მეტია. საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასები პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროებშია. ამ სფეროში დასაქმებულები საშუალოდ 2100 ლარს იღებენ.

გასულ წელს უმუშევრობის დონემ 12,7%-ს შეადგინა.

2018 წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოს საზღვარი დაახლოებით 8,7 მილიონჯერ (+10%) გადაკვეთეს, საიდანაც 4,8 მილიონი ტურისტული ვიზიტი იყო.

ადრე საქართველოს ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ მათი მიზანია ტურისტების, განსაკუთრებით შეძლებული ტურისტების რაოდენობის გაზრდა და აქცენტის გაკეთება მომსახურების ხარისხზე. ამისათვის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების გადამზადების მასშტაბური პროგრამა ამოქმედდა.

ყველა ახალი ამბავი
0