ქართულმა ბანკმა უზბეკეთში საგადასახადო სისტემის საკონტროლო პაკეტი შეისყიდა

© Sputnik / Alexander ImedashviliTBC bank-ის სწრაფი გადახდის აპარატი
TBC bank-ის სწრაფი გადახდის აპარატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ ბანკს Payme-ს დანარჩენი 49% წილის გამოსყიდვის უფლებაც აქვს.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოს უდიდესმა TBC Bank-მა („თიბისი") კომპანია Inspired-ის აქციების 51% შეისყიდა, რომელიც უზბეკეთში წამყვან საგადასახადო სისტემას წარმოადგენს და მუშაობს ბრენდით Payme, ნათქვამია ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

Payme 2011 წელს დაარსდა და უზბეკეთის ერთ-ერთი წამყვანი საგადასახადო სისტემა გახდა. Payme-ს ჰყავს 1,3 მლნ კლიენტი უზბეკეთში. ამ სერვისით სარგებლობენ, რათა გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, კრედიტები, გადარიცხონ თანხები. გარიგებამ, შესაძლოა, 50%-ზე მეტით – 3,7 მილიონამდე გაზარდოს იმ კლიენტების რიცხვი, რომლებსაც ემსახურებიან TBC Group და მისი შვილობილი კომპანიები.

 TBC bank-ის მთავარი ოფისი თბილისში - Sputnik საქართველო
TBC Bank-ის საქმე - რისთვის დასჭირდა ხაზარაძეს 17 მილიონი დოლარი

გარიგების თანხაა 5,5 მილიონი აშშ დოლარი. თანხას საკუთარი სახსრებით TBC Bank-ი აპრილის ბოლომდე გადაიხდის. ქართულმა საფინანსო ორგანიზაციამ ასევე დადო შეთანხმება აქციების დარჩენილი 49%-ის შესაძლო შესყიდვაზე.

„ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ პირდაპირი წვდომა ქვეყნის დიდი რაოდენობით მომხმარებელზე და საქართველოში არსებული ჩვენი ციფრული უპირატესობების გამოყენებით სიახლე შევიტანოთ უზბეკეთის ბაზარზე. Payme-სთან შეერთებასთან ერთად „თიბისი" გეგმავს გადახდების ბიზნესის გაფართოებას და მის გამოყენებას ქვეყნის ახალი ეკოსისტემების განვითარების პლატფორმად", – განაცხადა TBC-ს მთავარმა მმართველმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

კომპანია ბოლო წლებში სწრაფად იზრდებოდა, კლიენტების რაოდენობა 2018 წელს გაიზარდა დაახლოებით 70%-ით, შემოსავლები გაიზარდა 41,9%-ით, ხოლო სუფთა მოგება – 24,5%-ით. 2018 წლის ბოლოს Payme-ს აქტივები 700 ათას დოლარს შეადგენდა. საერთო შემოსავლები და მოგება გადასახადების გამოქვითვამდე 2018 წელს, შესაბამისად, 1,6 მილიონი დოლარი და 800 ათასი დოლარი იყო.

TBC Bank-ის დამფუძნებელმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ისაუბრა>>

TBC Bank-ი 1992 წელს დაფუძნდა. TBC Bank Group PLC ლონდონში 2017 წელს შეიქმნა, მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტის ლისტინგში გავიდა.

ანგარიშის მიხედვით, ბანკის აქტივებმა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს საბანკო სისტემის საერთო მოცულობის 38,2%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0