საქართველოს ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სსფ–ისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაში

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დონორებთან შეხვედრაზე განიხილავენ მიმდინარე და ქართული ეკონომიკისთვის პერსპექტიულ პროექტებს

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში (WB/IMF Spring Meetings), რომელიც ვაშინგტონში გაიმართება, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. კერძოდ, გაიმართება შეხვედრები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჯიმ ენ კიმთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან.

მერსედეს ვერა-მარტინი - Sputnik საქართველო
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი ვიზიტი დასრულდა

ივანე მაჭავარიანი ასევე შეხვდება ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტებს.

ფინანსთა მინისტრი დაესწრება მრგვალ მაგიდას თემაზე: „კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფინანსური ტექნოლოგიები: „შესაძლებლობები და პრობლემები.“ ასევე, მაჭავარიანი მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, რომელიც ეძღვნება მსოფლიო ბანკის გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას აფასებს>>

ვიზიტის ფარგლებში მაჭავარიანი ისაუბრებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებში, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე და სხვა.

მაჭავარიანის ვიზიტი აშშ–ში 17 აპრილს დასრულდება.

მსოფლიო ბანკისა და სსფ–ის ჯგუფი ყოველწლიურ თათბირს ატარებს, რომელზეც განიხილავს საკითხთა ფართო წრეს. საკითხები ეხება სიღარიბის დაძლევას, საერთაშორისო ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ საქმიანობას.

ყველა ახალი ამბავი
0