რომელი ქვეყნები ლიდერობენ ქართული ღვინის იმპორტის მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო გადის რუსეთში, უკრაინასა და ჩინეთში

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ქართული ღვინის პოპულარობა მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება - საქართველომ 2019 წლის დასაწყისიდან 37 ქვეყანაში 19,4 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც 10%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის იანვარ-მარტში, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საქართველო მსოფლიოში ღვინის ყველაზე დიდ ექსპორტიორთა ოცეულში მოხვდა >>

ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება 47 მილიონ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის მონაცემებს 16%-ით აღემატება.

ქართული ღვინის ექსპორტის მიხედვით ქვეყნების ხუთეულში რუსეთი ლიდერობს.

ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკა 2019 წლის იანვარ-მარტში

ქვეყანა ბოთლების რაოდენობა ექსპოერის ზრდა, %
რუსეთი 13279083 15
უკრაინა 1419222 -19,9
ჩინეთი 1372839 23
პოლონეთი 1032400 39
ყაზახეთი 560460 -36,1

ექსპორტირებულ ღვინოებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქინძმარაული, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი და ხვანჭკარა.

ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა შვედეთში (+313%), აშშ-ში (+165%), ბულგარეთში (+161%), საფრანგეთში (+41%), პოლონეთში (+39%) და სხვა ქვეყნებში.

ქართული ჭაჭის და ბრენდის პოპულარობაც ასევე იზრდება - 2019 წლის დასაწყისიდან ბრენდის ექსპორტი 74%-ით გაიზარდა, ჭაჭის - 170%-ით.

სპირტიანი სასმელების ექსპორტის სტატისტიკა 2019 წლის იანვარ-მარტში

დასახელება ბოთლების რაოდენობა, მლნ ერთეული ზრდა, %
ღვინო 19.4 10
ბრენდი 6.0 74
ჭაჭა 0.12 170

2019 წლის იანვარ-მარტში ბრენდი ექსპორტირებულია 14 ქვეყანაში, ხოლო ჭაჭა - 15-ში.

ქართული ღვინო Salon Bacchus-ზე - Sputnik საქართველო
ქართული ღვინით საფრანგეთში გასტრონომიულ ფესტივალზე დაინტერესდნენ

საქართველო ღვინის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორთა ოცეულში შედის, რეიტინგი „ღვინის ეკონომისტთა ამერიკულმა ასოციაციამ" (American Association of Wine Economists, AAWE) შეადგინა.

მაგრამ საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის. 2019 წელს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგისთვის 7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

საქართველო ღვინის სამშობლოა. ქართული ღვინო, როგორც მსოფლიოში ყველაზე უძველესი, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0