Анаклиа. Место, где будет построен глубоководный порт

ვინ დააპროექტებს ანაკლიისკენ მიმავალ გზებს: ტენდერში ავსტრალიურმა კომპანიამ გაიმარჯვა

127
(განახლებულია 16:24 01.04.2019)
კომპანიამ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაცია შვიდ თვეში უნდა მოამზადოს.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ავსტრალიურმა მულტინაციონალურმა კომპანიამ SMEC („სმექი"), აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონსორციუმი: ფულის გათეთრების საქმე ანაკლიის პორტის მშენებლობას ხელს უშლის>>>

გზების მშენებლობაზე პირველად ტენდერი 2018 წელს სამ ეტაპად გამოცხადდა, თუმცა მაშინ იგი რიგი მიზეზების გამო ჩავარდა. ამჯერად ხელისუფლებამ ტენდერის წესების შეცვლა და ხელახლა გამოცხადება გადაწყვიტა და კონკურსი განსხვავებული წესით მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გამოაცხადა.

ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა. მონაწილეებს შორის ერთი ქართული კომპანიებისგან შემდგარი ამხანაგობა იყო. ასევე წინადადებები წარმოადგინეს ესპანურმა, ხორვატიულმა და ავსტრალიურმა კომპანიებმა. ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გახსნის ეტაპზე სამი კომპანია გადავიდა. უწყების ცნობით, საუკეთესო წინადადება როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური კუთხით ავსტრალიურმა კომპანია SMEC-მა წარმოადგინა.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე შეფასდა ტექნიკური წინადადებები (შეფასების წონა 80%-ით განისაზღვრა), ხოლო მეორე ეტაპზე – ფინანსური წინადადებები (შეფასების წონა 20%-ს შეადგენდა).

SMEC-მა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაცია შვიდ თვეში უნდა მოამზადოს. პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ ლარს შედგენს.

„იაფფასიანი სპეკულაცია“ - პრემიერმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სკეპტიკოსებს უპასუხა>>>

კომპანია SMEC-ი 1949 წელს დაფუძნდა და ავსტრალიური კომპანია SJ-ს ჯგუფის წევრია. იგი ცნობილი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელსაც პროექტები განხორციელებული აქვს აზიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აფრიკაში და ავსტრალიაში. კომპანია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში 130-მდე ოფისითაა წარმოდგენილი. კომპანიის საქმიანობის სფეროს ხიდების, გზების, აეროპორტების, რკინიგზის, გვირაბების, ჰესებისა და მეტროს პროექტირება წარმოადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა საშუალოდ 350-360 მილიონი აშშ დოლარია.

ანაკლიის პორტი – როგორი იქნება იგი

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააარსეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანია Conti International LLC-მა. დღეისათვის კონსორციუმში ასევე შედიან პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი).

პორტის ამოქმედება 2021 წლისთვის იგეგმება. პორტის განვითარება დაგეგმილია ცხრა ფაზად.

მშენებლობის პირველ ეტაპზე, სამი-ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია აშენდეს პორტი სატვირთო გემებისთვის, კონტენეირების ტერმინალი, ჯებირი და ეზო ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის. პირველ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. მეორე ფაზის ამოწურვის შემდეგ, 2030 წლისთვის კი პორტის გამტარუნარიანობა 14 მლნ ტონა ტვირთზე მეტი იქნება.

პროექტის ავტორების გათვლით, ცხრავე ფაზის დასრულებას 50 წელზე მეტი დასჭირდება და ამ დროისთვის, კონსორციუმის პროგნოზით, იგი ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას შეძლებს.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მლრდ დოლარია.

 

127
თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (44)
პირველი არხის შენობა

აუქციონი არ შედგა: პირველი არხის შენობის გაყიდვა არჩევნების დასრულებამდე გადაიფიქრეს

69
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა – პროექტის საორიენტაციო ღირებულევა 46,8 მლნ ლარია

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. აუქციონის მესამედ ჩავარდნის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შენობის საპარლამენტო არჩევნებამდე გაყიდვა გადადო, ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლანდელი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. სამეურვეო საბჭომ ჯერ კიდევ 2017 წელს მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და შენობის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.  

თავიდან შენობის 40 მლნ დოლარად გაყიდვა იგეგმებოდა, თუმცა, 16 ივნისს გამართულ აუქციონზე შენობის შეძენის მსურველი არ გამოჩნდა.

ამის შემდეგ შენობა აუქციონზე კიდევ ორჯერ გაიტანეს – 36 და 32,4 მლნ დოლარად, თუმცა, მცდელობა კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში აუქციონის ჩავარდნა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისით ახსნეს და  საპარლამენტო არჩევნების დამთავრებამდე შენობის გაყიდვა გადაავადეს.

საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი, რომლის შედეგებიც სამ–ოთხ კვირაი იქნება ცნობილი.

ამასთან, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამშენებლო ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა უკვე გასცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა ვაკე-საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება, პროექტის სავარაუდო ღირებულება 46,8 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობისთვის გამოყოფილია ორი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი.

69
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 15 აგვისტოს

98
(განახლებულია 09:10 15.08.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0738 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 15 აგვისტოს
98
თემები:
ლარის კურსი დღეს
მატარებელი გვირაბში

თბილისის მეტრომ მუშაობა განაახლა

0
შეფერხების მიზეზი გახდა დაკვამლიანება სადგურზე „ტექნიკური უნივერსიტეტი“, რომელიც სადგურის ტექნიკურ ოთახში მოკლე ჩართვამ გამოიწვია

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე ორსაათნახევრის განმავლობაში გაჩერებული მოძრაობა აღდგა, იუწყება პირველი არხი.

მატარებლების მოძრაობა 18:53 საათზე გაჩერდა. მიზეზი იყო დაკვამლიანება სადგურზე „ტექნიკური უნივერსიტეტი“, რომელიც სადგურის ტექნიკურ ოთახში ელექტროაგრეგატის დაზიანებით გამოწვეულმა მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

ამჟამად მატარებლების მოძრაობა ორივე ხაზზე შეუფერხებლად ხორციელდება.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენში 23 სადგურია, რომლებიც ორ ხაზზეა განლაგებული - ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე. მეტროს ხაზების საერთო სიგრძე 57 კმ-ია, ძირითადი ხაზის სიგრძე - 40 კილომეტრია, მეორე ხაზისა - 17 კმ.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში