ყაზახ ბიზნესმენებს საქართველოში ელექტროავტობუსების ასაწყობი ქარხნის აშენება სურთ

© photo: courtesy of Tbilisi City Hallვაგონის რემონტი
ვაგონის რემონტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზახ მეწარმეებს საქართველოს ბიზნესგარემო მოსწონთ და ქვეყნის ხელისუფლებას ახალ საინვესტიციო პროექტებს სთავაზობენ

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. ყაზახ ბიზნესმენებს საქართველოში სარკინიგზო ვაგონების შეკეთება და ელექტროავტობუსების ასაწყობი საწარმოს გახსნა სურთ, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრია.

„უზარმაზარი ინვესტიციები“ - როგორ მოიზიდა ნაზარბაევმა საქართველოში ასობით მილიონი დოლარი >>

მისი სიტყვებით, ამჟამად ყაზახურ სარკინიგზო ვაგონებს რუსეთში არემონტებენ, რაც ყაზახებს ძალიან ძვირი უჯდებათ. ამიტომ ყაზახმა ინვესტორებმა საქართველოს მთავრობას სარკინიგზო ვაგონების შეკეთების ერთობლივ პროექტზე მუშაობის დაწყება შესთავაზეს.

„მათ (ყაზახებს) აქვთ პარკი, 100 ათასი ვაგონი, რომლებიც უკვე ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. რუსეთი ძალიან დიდ თანხას ითხოვს. ამიტომ ყაზახებმა გადაწყვიტეს პროექტის საქართველოში რეალიზება და ვაგონების ჩვენთან შეკეთება, თავიანთი პარკის განახლება, ერთობლივი ყაზახურ-ქართული საწარმოს შექმნა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა 30 მილიონი დოლარი. ინვესტორებს სურთ, ამ თანხის ნახევარი საქართველოს ხელისუფლებამ გამოყოს, თუმცა საქართველო ასეთი თანადაფინანსებისთვის ჯერ არ არის მზად.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის ავტობუსები ახალი მარშრუტებით იმოძრავებს

დეპუტატი ყაზახეთის კიდევ რამდენიმე საინვესტიციო პროექტზე საუბრობს. მაგალითად, ყაზახ ბიზნესმენებს ელექტროავტობუსების ასაწყობ საწარმოში 10 მილიონი დოლარის დაბანდება სურთ.

„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების, ელექტროავტობუსების წარმოება აქ, საქართველოში. ისინი მზად არიან, დააფინანსონ და ააშენონ ქარხანა, რათა საქართველოს პროექტ „მწვანე ეკონომიკური სისტემის“ რეალიზებაში დაეხმარონ“, - განაცხადა დეპუტატმა.

ავტობუსების პარკის განახლება თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2019 წელს მერია ამზადებს ტენდერს 240 რვა- და ათმეტრიანი ავტობუსების შესაძენად, რომლებიც ბუნებრივ გაზსა და ელექტროძრავებზე იმუშავებს. 2020 წლიდან კი თბილისში დამატებით შემოიყვანენ 200 ახალ 18-მეტრიან ელექტროავტობუსს და მათი სწრაფი გადაადგილებისთვის სპეციალურ დერეფნებს მოამზადებენ.

თბილისში ელექტროავტობუსებს ორი წლის შემდეგ შემოიყვანენ >>

სულ ავტობუსების შეცვლის პროგრამის ფარგლებში მერია 750 ახალი ავტობუსის შეძენას და ძველი ავტობუსების მთლიანად გამოცვლას გეგმავს.

რას ფიქრობენ ამის თაობაზე ექსპერტები

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ელექტროავტობუსების ასაწყობ პროექტს მომგებიანად მიიჩნევს. ამასთან, მისი თქმით, საქართველოში წარმოებული ავტობუსების ფასი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს.

„თუ, მაგალითად, გერმანიაში დამზადებული ავტობუსი 100 ათასი დოლარი ეღირება, ხოლო საქართველოში დამზადებული - 150 ათასი, არა მგონია, ეს საინტერესო იყოს. მაგრამ თუ ფასისა და ხარისხის პარამეტრებით ავტობუსები საკმაოდ მიმზიდველი იქნება, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო დაინტერესდება. უბრალოდ საჭიროა სწორი გათვლა - რამდენი, როგორი ხარისხისა და ფასის ავტობუსების გამოშვებას შეძლებენ“, - განუცხადა ჭარაიამ ჟურნალისტებს.

მან საქართველოში ყაზახური ვაგონების რეაბილიტაციის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, აზერბაიჯანულ და სომხურ ვაგონებს აახლებენ.

იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 34 ყოფილი პატიმრის ბიზნეს-იდეას დააფინანსებს

„ბოლომდე არ მესმის, რას გულისხმობენ ისინი საქართველოსთან ერთად თანადაფინანსებაში. ეს შეიძლება ეხებოდეს წარმოების მასშტაბების გაზრდას. დავუშვათ, წელიწადში რამდენი სარკინიგზო ვაგონის რეანიმირება შეუძლიათ. თუ დღეს ეს არის, მაგალითად, 100 ვაგონი წელიწადში, ყაზახებს კი უნდათ წელიწადში 200 ვაგონის შეკეთება, ქართულმა კომპანიამ უნდა გაზარდოს თავისი შესაძლებლობები“, - აღნიშნა ჭარაიამ.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საქართველო შეძლებს ყაზახური ვაგონების რეაბილიტაციის საინვესტიციო პროექტში 15 მილიონი დოლარის დაბანდებას.

„ეს არ არის დიდი ინვესტიცია, რომ ქართულმა მხარემ ვერ შეძლოს თავისი წილის შეტანა. მე ამ წინადადებას მივესალმები. აქ იყო ძალიან კარგი, მძლავრი ვაგონმშენებელი ქარხანა... დღეს ის კერძო საწარმოა, მაგრამ რომელი ჭკვიანი მეწარმე არ მიესალმება საკუთარი ბიზნესის ასე განვითარებას?“ - აღნიშნა გიორხელიძემ.

რაში გაუსწრო საქართველომ პორტუგალიას, ლიეტუვას, ლიტვასა და პოლონეთს? >>

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შესანიშნავი ეკონომიკური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

ყველა ახალი ამბავი
0