ჩინეთის განვითარების ბანკი საქართველოს მრავალმილიონიან კრედიტს გამოუყოფს

© photo : Partnership Fund / FB „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საპარტნიორო ფონდი“ უპრეცედენტო ხელშეკრულებას პეკინში 25-26 აპრილს მოაწერს ხელს

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სახელმწიფო კომპანია „საპარტნიორო ფონდმა“ ჩინეთის განვითარების ბანკთან 20 მილიონი დოლარის კრედიტის გამოყოფის თაობაზე მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დაასრულა, ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რას საქმიანობს „საპარტნიორო ფონდი“ >>

კრედიტი სახელმწიფო გარანტიების გარეშე გაიცემა.

„საქართველოში არსებული სახელმწიფო კომპანიებისათვის ეს პირველი პრეცედენტია. თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება მომდევნო წლისთვის სესხის 50 მილიონამდე გაზრდას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თანხა ფონდის საინვესტიციო პორტფელში ჩაირიცხება და სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. დეტალების შესახებ ფონდი ინფორმაციას არ ავრცელებს.

მდინარე ნენსკრას ხეობა - Sputnik საქართველო
ნენსკრა ჰესი აშენდება: ეკონომიკის სამინისტრომ და ინვესტორმა მემორანდუმი გააფორმეს

შეთანხმებული პირობების შესაბამისი სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერა პეკინში 25-26 აპრილს დაგეგმილ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში იგეგმება.

„საპარტნიორო ფონდი“ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მრავალ პროექტს ახორციელებს, რომელთა ღირებულება 1 მლნ აშშ დოლარს აღემატება. გარდა ამისა, 98 პროექტია დაფინანსებული პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში. ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

„საპარტნიორო ფონდი“ 2011 წელს დაფუძნდა.

ფონდის მთავარი მიზანია სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარება საინვესტიციო პროექტების განხორციელების, სამუშაო ადგილების შექმნის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის. ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს - ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და უძრავი ქონება.

სტარტაპერების გადაუხდელ კრედიტებს სახელმწიფო დაფარავს >>

საპარტნიორო ფონდის ფინანსური მონაწილეობა პროექტის ჯამური კაპიტალის 49%-მდე და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-მდე არის შეზღუდული.

ყველა ახალი ამბავი
0