კარის დამამზადებელი ქარხანა

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2018 წელს პროგნოზზე დაბალია

59
ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მიზეზებია ექსპორტის, ტურიზმის შემოსავლებისა და საზღვარგარეთიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდა

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 4,7% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის" მასალებში.

„საქსტატმა" 2019 წლის იანვარში გამოქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმად ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდამ გასულ წელს 4,8% შეადგინა.

მიმდინარე ფასებით მშპ-მა გასულ წელს 16,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე - 4,3 ათასი დოლარი. დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში 3,6% შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ქართული ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2018 წლის ივლისში იყო 5,5%. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ, რომელიც საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა, თავისი პროგნოზი 5%-ით განსაზღვრა.

სფეროები - ლიდერი ზრდის თვალსაზრისით

ყველაზე მეტი ზრდა 2018 წელს აჩვენა შემდეგმა სფეროებმა: ფინანსური საქმიანობა, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები.

სფეროების ტოპ-ხუთეული ზრდის მიხედვით 2018

ეკონომიკის სფერო ზრდა პროცენტებში
ფინანსური საქმიანობა 13,5
კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება 13,2
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები 12,1
სასტუმროები და რესტორნები 9,7
ტრანსპორტი 9,4

 

ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა მშენებლობის სფეროში (-3,1%).

მშპ-ის სტრუქტურაში ხვედრითი წონა აქვს ვაჭრობის, მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებს.

ვაჭრობის - 17%; მრეწველობის - 17%; ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის - 10,2%; მშენებლობის - 9,3%, სახელმწიფო მართვის - 8,2%" სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის - 7,7%; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლის მომსახურების - 7,4%, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის - 5,8%.

მშპ-ის სტრუქტურაში ხვედრითი წონის ლიდერები 2018 წელს

ეკონომიკის სფერო ხვედრითი წონა მშპ-ში
ვაჭრობა 17,0
მრეწველობა 17,0
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 10,2
მშენებლობა 9,3
სახელმწიფო მართვა 8,2

 

მიმდინარე წლის ზრდის პროგნოზები

საქართველოს ეკონომიკის ზრდის სსფ-ის პროგნოზი არის 4,6%-ის დონეზე. ამასთან, ფონდში აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, როგორც მოსალოდნელია, უფრო დაბალი საგარეო მოთხოვნებისა და კრედიტირების უფრო ნელი ზრდის კომპენსირებას მოახდენს.

მსოფლიო ბანკის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის ზრდისა 2019 წელს არის 5%-ის დონეზე, ხოლო შემდეგ წლებში - 5,1%-ის. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველო იქნება ქვეყანა ყველაზე მზარდი ეკონომიკით.

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, 2019 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომავალი წლების პროგნოზს, სავარაუდოდ, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მიზეზებია ექსპორტის, ტურიზმის შემოსავლებისა და საზღვარგარეთიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდა.

59
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (84)