ბათუმის პორტი

დსთ-ის ქვეყნები საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან

171
დსთ-ის ქვეყნების ბაზრები სწრაფად მზარდია, რაც ქართულ პროდუქციაზე მაღალ მოთხოვნას ქმნის, მიაჩნია მინისტრს

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. დსთ-ის ქვეყნები არის და იქნება საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პირველი არხის ეთერში.

2018 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 12,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან ექსპორტმა შეადგინა დაახლოებით 3,4 მლრდ დოლარი, იმპორტმა - 9,1 მილიარდ დოლარზე მეტი. დსთ-ის ქვეყნებზე ექსპორტის 49,9% და იმპორტის 29,6% მოდის.

საგარეო ბრუნვა: საქართველომ ყველა მაჩვენებლით რეკორდი დაამყარა >>

„დსთ-ის ქვეყნები იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი. ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მათი ბაზარი. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ რუსეთზე, აქ არის ლაპარაკი ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის ყაზახეთი და ა.შ. ამაში არაფერი ცუდი არ არის. რაც შეეხება სტაბილურობას, ეს არის მზარდი ბაზრები , რომლებიც უფრო მეტ და მეტ მოთხოვნას შექმნიან საქართველოს პროდუქციაზე“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ვაჭრობის ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობა ასევე იზრდება.

დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს დაახლოებით 4,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 25%-ით მეტია. ექსპორტმა დაახლოებით 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა - რაც 2017 წელთან შედარებით 41,6%-ით მეტია, ხოლო იმპორტმა - დაახლოებით 2,7 მლრდ დოლარი, რაც 2017 წელთან შედარებით 16,5%-ით მეტია.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2018 წელს დაახლოებით 3,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის პერიოდთან 17,7%-ით მეტია. აქედან ექსპორტმა 730,3 მლნ დოლარი შეადგინა - 11,5%-ით მეტი, ხოლო იმპორტმა - 2,6 მლრდ დოლარზე მეტი, რაც 2017 წელთან შედარებით 19,5%-ით მეტია.

2018 წლის ბოლოსთვის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი - მთლიანობაში 2018 წელს ამ ქვეყნებთან ბრუნვამ დაახლოებით 4,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 33,4%-ს შეადგენს.

ვისთან ვაჭრობს საქართველო
© Sputnik / Konstantin Ivanov.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
171
თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)
კოლხური ხოხობი

კოლხური ხოხბები და ხონთქრის ქათმები - ხობის რაიონში საწიწილე მეურნეობა გაიხსნა

72
(განახლებულია 17:19 06.07.2020)
ახალი მეურნეობის ძირითადი დანიშნულება ამ იშვიათი ფრინველის გამრავლება და შემდეგ ველურ ბუნებაში გაშვებაა

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების დაცვის სააგენტომ კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოაწყო, იუწყება პირველი არხი.

მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებსა და ადმინისტრაციულ შენობას.

ფერმაში, გარდა კოლხური ხოხობისა, ასევე მოაშენებენ ხონთქრის ქათმებს (Porphyrio porphyriо). სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, წლის ბოლოსთვის ხოხბების რაოდენობა ათასამდე გაიზრდება.

ფრინველის საკვების უზრუნველსაყოფად წელს ათამდე ჰექტარზე სიმინდი დათესეს. მომავალში მზესუმზირისა და მცენარეთა ენდემური სახეობების დათესვა იგეგმება.

ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, მეურნეობის ძირითადი ამოცანაა ხოხბების მომრავლება და მათი ველურ ბუნებაში დაბრუნება.

კოლხური ხოხობი მოშინაურებულ ფრინველთა რიცხვს განეკუთვნება. ის ბუდობს ტყეებსა და ბუჩქნარში.

ველური ბუნების სააგენტო საქართველოს ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებაზე ზრუნავს, მათ შორის, იშვიათი სახეობის ფრინველებისა და მცენარეების.

72
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი

ზალკალიანი: Wizz Air არსად არ მიდის

75
(განახლებულია 21:11 06.07.2020)
ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა განაგრძოს ოპერირება საქართველოში და დაიწყოს ფრენები, როგორც კი საერთაშორისო ავიამიმოსვლა განახლდება.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. უნგრული ლოუკოსტერი Wizz Air არ აპირებს ქართული ავიაბაზრის დატოვებას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე.

უფრო ადრე ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ Wizz Air ხურავს თავის ბაზას ქუთაისში და უშვებს თანამშრომლებს.

„ყველაფერი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვისმენდით, არის სპეკულაციები და არ აქვს შეხება რეალობასთან. „ვიზეარი" არსად არ გადის, ის რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას. ჩვენ ვართ ძალიან მჭიდრო კავშირში და კომუნიკაციაში კომპანიის წარმომადგენლობასთან, რათა დავგეგმოთ თანმიმდევრულად და ეტაპობრივად ის ფრენები, რომლებიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში. ეს არის პირველ რიგში დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე", – განაცხადა ზალკალიანმა.

თბილისში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ავიაკომპანიამ რეისების რაოდენობა შეამცირა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

ლოუკოსტერის საქართველოდან გასვლის შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე უარყო ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ მზად არიან ფრენების შესასრულებლად, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული რეისები.

Wizz Air ქართულ ბაზარს ტოვებს? ეკონომიკის მინისტრის პასუხი>>

ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.

75
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 7 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 15:45 06.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

7 ივლისი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

სიწმინდისა და ჰარმონიის დღეა. მნიშვნელოვანია, რომ არ დაირღვეს შინაგანი მდგომარეობის ჰარმონია. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ გადავარდეთ უკიდურესობაში. კარგი დღეა სახლის საქმეებისთვის, საფუძვლიანი დალაგებისთვის.

ადამიანის ემოციური მდგომარეობა რაციონალურ ფორმას იღებს. კარგი დღეა ადრე დაწყებული საქმეების რეალიზებისთვის, ფიზიკური და გონებრივი აქტიურობის გამოვლენისთვის.

ძალზე ნაყოფიერი დღეა თვითგანვითარების, შემოქმედებისა და აღმშენებლობისთვის. მერწყულის გავლენით გაზრდილია თავისუფლებისკენ სწრაფვა, სტერეოტიპების დარღვევის სურვილი.

არასასურველი დღეა ფინანსური აქტიურობისთვის.

  • თმის შეჭრა, შეღებვა: მერწყულის გავლენა თმაზე შეუმჩნეველია. კარგი დღეა ექსპერიმენტებისა და ექსტრავაგანტულად შეჭრისა და ასეთივე ვარცხნილობისთვის.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

ასევე წარმატებული იქნება ექსპერიმენტები ტონირებასთან და შეღებვასთან დაკავშირებით - შეგიძლიათ ცადოთ თქვენთვის უჩვეულო ფერი.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

  • მებაღეობა: არარეკომენდებულია დათესვა და დამუშავება. მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.
0