საქართველოს საგარეო ბრუნვა: იმპორტი იზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ავტომობილები
სატვირთო ავტომობილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
იანვრისგან განსხვავებით, როდესაც იმპორტი საქართველოში შემცირდა, თებერვალში საქონლის შემოტანა ქვეყანაში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო ბრუნვა 2019 წლის იანვარ-თებერვალში, 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 3,6%-ით გაიზარდა და 1,7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად) შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ქართული პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, 13,2%-ით გაიზარდა და 505 მილიონი დოლარი შეადგინა.

სატვირთო მანქანები - Sputnik საქართველო
საქართველოში საქონლის შემოტანა შემცირდა, ხოლო ქვეყნიდან გატანა – გაიზარდა

იმპორტმა 2019 წლის დასაწყისიდან 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა – 0,1%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში.

ექსპორტის ზრდას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე ფაქტორით ხსნის, მათ შორის გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით.

გასაღების ბაზრები იზრდება

საქართველო და ინდოეთი მოლაპარაკებებს დაიწყებენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ – კვლევამ აჩვენა, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, აღნიშნავს ეკონომიკის სამინისტრო 2019 წლის 12 იანვრის განცხადებაში.

საგარეო ბრუნვა: ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი შემცირდა>>

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, ასევე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და აშშ-თან. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0