ბუტიკი

საქართველოს ეკონომიკა: ზრდის ტემპებმა იკლო

131
(განახლებულია 09:29 01.03.2019)
ვაჭრობისა და ფინანსების სფეროები იანვარში გაიზარდა, ხოლო ვარდნა დაფიქსირდა გადამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობაში

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის იანვარში, 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 3,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") მასალებში.

ზრდა 2019 წლის იანვარში დაფიქსირდა ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში, ფინანსურ საქმიანობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებში, ასევე სხვა მომსახურებებში.

ვარდნა დაფიქსირდა გადამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მიზეზებია ექსპორტის, ტურიზმიდან შემოსავლებისა და საზღვარგარეთიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2019 წელს 4,6%-ის დონეზე პროგნოზირებს. ამასთან, ფონდში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, როგორც მოსალოდნელია, უფრო დაბალი საგარეო მოთხოვნისა და კრედიტირების მეტად ნელი ზრდის კომპენსირებას მოახდენს.

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2019 წელს 5%-ის დონეზე პროგნოზირებს, ხოლო შემდგომ წლებში - 5,1%-ის დონეზე. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველო ყველაზე მზარდი ეკონომიკის ქვეყანა იქნება.

ამასთან, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, ვარაუდობენ, რომ უკვე 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6% იქნება.

ქვეყნის ეკონომიკა 2018 წელს 4,8%-ით გაიზარდა.

131
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (677)
სავალუტო ჯიხური

ლარის კურსი 6 აგვისტოს

68
(განახლებულია 09:24 06.08.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3, 0739 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 6 აგვისტოს



68
თემები:
ლარის კურსი დღეს
თბილისი

საქმიანი ვიზიტით საქართველოში: სურვილი 2,7 ათასმა უცხოელმა გამოთქვა

200
(განახლებულია 20:31 05.08.2020)
მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის იმ მოქალაქის მიერ საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, სულ მცირე, ექვსი თვით ცხოვრების უფლება ექნება.

თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ  ბიზნეს-ვიზიტორების პლატფორმა საქართველოში სრულფასოვნად და წარმატებით ამოქმედდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოში საქმიანი ვიზიტის განსახორციელებლად უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებმა წინასწარ უნდა შეავსონ შესაბამისი ფორმა და აღნიშნონ შესაბამისი უწყება, რომლის მოწვევითან ისინი გეგმავენ ქვეყანაში ჩამოსვლას. საქართველოში მივლინებით ჩამოსულმა პირებმა ყოველ 72 საათში  კორონავირუსზე PCR–ტესტი უნდა გაიკეთონ ან საკუთარი ხარჯებით სავალედბულო 14–დღიანი კარანტინი გაიარონ. ეს არ ეხება ევროკავშირის წევრ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც საქართველომ უპირობოდ გახსნა საზღვრები.

„დღეს ჩვენ საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა გვაქვს – სხვადასხვა ქვეყნიდან 2,7 ათასამდე  განაცხადია შემოსული, როგორც რეგიონის, ისე ევროპის ბევრი ქვეყნიდან, საიდანაც ბიზნეს–ვიზიტორს მოკლევადიანი, საქმიანი ვიზიტით სურს საქართველოში ჩამოსვლა. და თქვენ იცით, რომ  მოცემულ შემთხვევაში მათ უფლება აქვთ, კარანტინის გარეშე, გარკვეული პერიოდულობით, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR–ტესტი“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ეს არის უსაფრთხო საქართველოს მოსახლეობისთვის და გარდა ამისა, ქვეყანას ბიზნეს–პროცესების გაცოცხლებისა და ინვესტორთან ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.

თურნავამ გნაცხადა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ახალი პლატფორმის კიდევ ერთი პრეზენტაცია ჩატარდება, რომლის წყალობითაც საქართველოში ხანგრძლივი ვადით ჩამოსვლას შეძლებენ  უცხოელი ვიზიტორები, რომლებსაც საქართველოდან დისტანციური მუშაობის სურვილი ექნება.  

„ამ მიმართულებით ძალიან მაღალი ინტერესი არსებობს, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან და მათგან, ვინც მუშაობის დისტანციურ რეჟიმში გადავიდა. ასე რომ სწორედ საქართველო გახდება ის ადგილი, საიდანაც ისინი შეძლებენ თავიანთ კორპორაციებში მუშაობას, მაგრამ იცხოვრებენ საქართველოში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

პროექტის თაახმად, მთავრობა პროექტის თანახმად, მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის მოქალაქის საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, სულ მცირე, ექვსი თვით ცხოვრების უფლება ექნება.

საქართველოში გრძელვადიანი პერიოდით ყოფნის მსურველებისთვის შემუშავდა განაცხადების მიღების ელექტრონული პლატფორმა.

გრძელვადიანი პერიოდით ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულოა სამივე კატეგორიის მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. განცხადებაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტრაქტორის შესახებ, წინასწარ დასტურს სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლის თაობაზე და ა.შ.

ე.წ. გრძელვადიანი ვიზიტორები 14-დღიან კარანტინს კომერციული ტარიფით, საკუთარი ხარჯით გაივლიან, ასევე განიხილება ექვსთვიანი სამოგზაურო დაზღვევის არსებობა.

200
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (677)
ტაიფუნი

ტაიფუნის გამო 190 მეტრიანმა ჩანჩქერმა ქვემოდან ზემოთ დაიწყო დენა: ვრცელდება ვიდეო

0
(განახლებულია 11:26 06.08.2020)
თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ მიედინება 190 მეტრი სიმაღლის წყლის ნაკადი უკუმიმართულებით

თბილისი, 6 აგვისტო ― Sputnik. ტაიფუნმა „ჰაგუპიტმა“ ლინფენი „აიძულა“, მიმართულება შეეცვალა და ზემოდან ქვემოთ კი არა, პირიქით, ქვემოდან ზემოთ ედინა, იუწყება Daily Mail–ი.

თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ მიედინება ზემოთ 190 მეტრი სიმაღლიდან გადმოშვებული ნაკადი.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს ქარის სიჩქარე საათში 136 კილომეტრს აღწევდა, რის შედეგადაც ზოგ სანაპირო რაიონში ოთხ მეტრამდე სიმაღლის ტალღები წარმოიქმნა.

ხელისუფლებამ 380 ათასი ადამიანი გაიყვანა ჩჟეციანის პროვინციიდან, სადაც სტიქია ბობოქრობდა.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ პროვინციაში დარღვეულია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა, გადაკეტილია ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და შეწყვეტილია ელექტროდენის მიწოდება.

0
თემები:
მსოფლიო დღეს